"მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელმა ნიკი ბატმა თავისი დანაპირების შესრულება უკვე დაიწყო და გუნდს ფეხბურთელი შემატა- როგორც "უოტერფორდ სპორტი" იტყონინება, აკადემიის მორიგი ახალწვეული გახდა 15 წლის ირლანდიელი მცველი ლი ო'კონორი.
ახალგაზრდა ირლანდიელი თავისი ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია, რამდენიმე თვის წინ კი ირლანდიის 15-წლამდელთა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ო'კონორი არ იქნება პირველი ფეხბურთელი, რომელიც უოტერფორდში დაიბადა და "იუნაიტედში" გადავიდა სათამაშოდ, ამ ქალაქის მკვიდრია ჯონ ო'შიც.
ფეხბურთელი თავის კლუბ "ვილა უოტერფორდს" ამა წლის ივლისში დატოვებს და "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიაში დაიწყებს სწავლას.