თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2016, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2453,
კომენტარები: 15
ვან გაალი: "ევერტონთან" რუნის თამაში დღეს გადაწყდება"
"კრისტალ პალასთან" უეინ რუნი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "კრისტალ პალასთან" გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ ინგლისის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში უეინ რუნის მონაწილეობა "არწივებთან" შეხვედრაში მის მიერ ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული.

"წითელი ეშმაკები" დღეს "ოლდ ტრაფორდზე" ალან პარდიუს გუნდს უმასპინძლებენ და ოთხეულისთვის ბრძოლაში სხვაობის შემცირებას ეცდებიან. სამ დღეში კი ვან გაალის გუნდი "უემბლიზე" "ევერტონს" შეხვდება და ინგლისის თასის ფინალისტის ვინაობას გაარკვევს.

"წითლების" კაპიტანმა თებერვალში მიღებული ტრავმის მოშუშება და მოედანზე დაბრუნება უკვე მოახერხა "ასტონ ვილასთან" მატჩში, დღეს კი მეორე შეხვედრას ჩაატარებს სასტარტო შემადგენლობაში დიდი ხნის უქმობის შემდეგ.

ვან გაალი აცხადებს, რომ უეინ რუნის თამაში "ევერტონთან" მატჩში მის ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ თამაშობს, როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში. დანამდვილებით ვერ იტყვი, რომ შაბათს ითამაშებს. "ვილასთან" მატჩში ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორეში კი იღლებოდა და 60 წუთი მის ფეხებს დაეტყო.

სამშაბათს ივარჯიშა, ასე რომ, ფორმა აღიდგინა, ამიტომაც უნდა ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს "კრისტალ პალასთან" მატჩში და თანაც კარგად უნდა ითამაშოს",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

წყარო: The telegraph
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
20 აპრილი 2016 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ევერტონი არ შეაკვდება დგეს ლივერპულს რომც შეაკვდეს არც იქით არი არც აქეთ. ტასისიტვის ინახავს თავს. ლივერპული მოიგებს ალბათ ვესტჰემიც და ჩვენც უეჭველი მოგება გვინდა.
0
№2
ავტორი: depay7
20 აპრილი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
RUNI RAVI JOBIA DAASRULOS KARIERA RASHFORDS DA MARCIALS ARAVIN DASVAMS DA 10 NYE RUNI UBRALOD CODOA..
0
№3
ავტორი: tedore
20 აპრილი 2016 15:58
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
რუნი მაინც რუნია და ნებისმიერ გუნდთან საჭიროა როცა ტრავმა არ აქვს რა თქმა უნდა
0
№4
ავტორი: hemi
20 აპრილი 2016 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: depay7
RUNI RAVI JOBIA DAASRULOS KARIERA RASHFORDS DA MARCIALS ARAVIN DASVAMS DA 10 NYE RUNI UBRALOD CODOA..

ixumre xo albat?
0
№5
ავტორი: depay7
20 აპრილი 2016 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ციტატა: hemi
ციტატა: depay7
RUNI RAVI JOBIA DAASRULOS KARIERA RASHFORDS DA MARCIALS ARAVIN DASVAMS DA 10 NYE RUNI UBRALOD CODOA..

ixumre xo albat?

shen albad man. Utd dan xhar :D
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 აპრილი 2016 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძირითადიდან დაიწყებს ალბათ, მაგრამ მეორე ტაიმში შეცვლის.
0
№7
ავტორი: temo-scholes
20 აპრილი 2016 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
დგეს ოღონდაც მოვიგოთ რამენაირად და თამაშის ხარისხი უკვე ნაკლებად მადარდებს, რადგანაც ეს ღაბაბა მაინც მალე წავა...
0
№8
ავტორი: PLANeta
20 აპრილი 2016 17:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ნახევარფინალში უოტფორდს ვინ ხვდება?
0
№9
ავტორი: GeorgeBest
20 აპრილი 2016 20:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღესაც ალბათ 60 წუთის მერე გაიყვანს
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
20 აპრილი 2016 20:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
რუნი და შნეიდერლინი უნდა იყოს ცენტრში ჩემი აზრით ))) დროა რუნი საბოლოოდ გადმოვიდეს ნახევარდაცვაში.. აღარ აქვს ფორვარდის კონდიციები და რატო აწამებენ !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top