რობინ ვან პერსის თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც ის ფანებისგან იღებს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, რომ მისი ცხოვრება მაჩესტერში კარგად მიდის. ჰოლანდიელი ნამდვილად გამორჩეული იყო მის გუნდში მას შემდეგ რაც 6 თვის წინ არსენალიდან მანჩესტერში გადმობარგდა. ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა 20 გოლის გატანა და უამრავი საგოლე მომენტი შეუქმნა თანაგუნდელებს. ვან პერსიმ გაიტანა 5 გოლი ბოლო 6 მატჩში და დაეხმარა წითლებს გაემყარებინათ თავიანთი პოზიცია პრემიერ ლიგაში. მან გამოკითხვაში მოიპოვა ხმების 58 % და გახდა დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე. თავდამსხმელი აღფრთოვანებული იმ მხარდაჭერით რაც მან მიიღო ფანებისგან და პირობას დებს, რომ გააგრძელებს მათ გახარებას. „ყოველთვის სასიამოვნოა როცა ფანები გაფასებენ“ განუცხადა მან ManUtd.com-ს. „მე კლუბს ძალიან ადვილად შევეჩვიე და ძალიან მსიამოვნებს აქ თამაში. მე მინდა ფანებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“ „ეს არ ეხება მხოლოდ გოლების გატანას, მაგარმ ეს ძალიან მეხმარება. კარგია, რომ ამ ხნის განმავლობაში ამდენმა ფეხბურთელმა უკვე მოახერხა გოლის გატანა“ „დეკემბერი ყოველთვის რთული თვეა და ვფიქრობ ეს პერიოდი ისე გავიარეთ, როგორც გვსურდა. საბედნიეროდ ეხლა შეგვიძლია ყურადღება გადავიტანოთ სეზონის დარჩენილი ნაწილზე“