"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდი 21-წლამდელთა პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" მოპოვებული 2-3 გამარჯვების შემდეგ.
დონალდ ლავისა და ანდრეას პერეირას გოლებით "წითლები" 2-0 დაწინაურდნენ, მაგრამ "დეზებმა" ანგარიში უოლ მილერისა და ჯო პრიტჩარდის გოლებით გაათანაბრეს. უორენ ჯოისის გუნდის სულისკვეთება კიდევ ერთხელ გამოვლინდა, როცა გილერმო ვარელამ შეხვედრის უკანასკნელი გააზრებული შეტევა გოლად აქცია.
"დაუჯერებელია," ამბობს კაპიტანი ჯოელ კასტრო პერეირა. "გუნდურად ვშრომობდით. გასახდელ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი, ისინიც კი, ვინც არ თამაშობდნენ. გასაოცარი შეგრძნებაა ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგება. სეზონის წინ ვთქვი, რომ ტიტულის შენარჩუნება გვინდოდა და ეს მოვახერხეთ. ყოჩაღ ყველას. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, ვინც მხარს გვიჭერდნენ. ისინი შესანიშნავები იყვნენ და ჩვენს მე-12 მოთამაშეს წარმოადგენდნენ. პატივისცემა".
ლავი, რომელმაც შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა, კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას უცხადებს: "არასდროს ვნებდებით, ამიტომაც ვიცოდით, რომ არ ჩავფლავდებოდით, მაგრამ ორი არასაჭირო გოლი გავუშვით. გამარჯვების მოპოვების უკეთესი გზა არც კი არსებობს. გოლის შემდეგ აღნიშვნამ აჩვენა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ყველა ვარჯიშმა და ჯოისის შრომამ შედეგი გამოიღო".