სესკ ფაბრეგასმა მარკუს რეშფორდი შეაქო და აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის ინტელექტით მოხიბლულია.
რეშფორმა თებერვალში დებიუტის შემდეგ 12 შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.
"ჩელსის" ნახევარმცველმა კი 18 წლის ფეხბურთელისადმი სიმპათია არ დამალა.
"ამჟამად ცეცხლს ანთებს, მართლა მომწონს ეს ბავშვი.
მისი გამოჩენის შემდეგ რამდენიმეჯერ ვუყურე მის თამაშს. მისი ინტელექტი მომწონს. მისი მონდომება საჯარიმოში ყოფნისა, მისი მოძრაობები, რაც უკვე ვნახეთ, მცველების ირგვლივ. მისი ინტელექტი საჯარიმოში და ღია თამაშში, ის ძალიან, ძალიან კარგია", - განაცხადა ესპანელმა.