თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2016, 19:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2449,
კომენტარები: 11
ერერა გუნდს უბრუნდება
ვან გაალმა ანდერ ერერასა და სხვა ტრავმირებულებზე ისაუბრა.
ერერა გუნდს უბრუნდება
ანდერ ერერა "მანჩესტერ იუნაიტედს" "კრისტალ პალასთან" მატჩში დაუბრუნდება, ლუი ვან გაალს კი "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.

"ვესტ ჰემთან" ინგლისის თასზე მიღებული ტრავმის გამო ერერამ ბირმინგემელებთან მატჩი გამოტოვა, მაგრამ პრემიერ ლიგას "ოლდ ტრაფორდზე" უახლოს მატჩში დაუბრუნდება.

ბასტიან შვაინშტაიგერი, ადნან იანუზაი და ლუკ შოუ კვლავ რჩებიან ლაზარეთში.

ვან გაალმა "იუნაიტედის" ტელევიზიას განუცხადა: "ტრავმების პრობლემა არ გვაქვს, მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვინც დიდი ხანია უქმობენ- შვაინშტაიგერი, შოუ და იანუზაი. ვფიქრობ, ერერა დაბრუნდება".

როცა ჰკითხეს, შაბათს ინგლისის თასის ეგიდით "ევერტონთან" გასამართი მატჩი თუ მოახდენდა "არწივებთან" მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაზე გავლენას, ვან გაალმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყოველ მატჩში ხდებოდა.

იცი, რომ მატჩი გაქვს სათამაშო და იცი ასევე, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს უჭირს მატჩების სიჭარბესთან გამკლავება. ამის გამო როტაციის გამოყენება გიხდება.

პრემიერ ლიგაში უფრო ხშირად მიხდება როტირება, ვიდრე სხვა ჩემპიონატში და ეს განპირობებულია პრემიერ ლიგის რიტმით".


მარკუს რეშფორდმა "ვილასთან" მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა - თავისი მეშვიდე ბურთი 12 მატჩში - სანამ ენტონი მარსიალი შეცვლიდა და ვან გაალის მოლოდინით, 18 წლის ფეხბურთელი ოთხშაბათსაც ითამაშებს.

"70-ე წუთის შემდეგ შევცვალე, როგორც მახსოვს და ესეც იმიტომ, რომ დასვენების საშუალება მიმეცა. მატჩამდე ერთი დღით ადრე და მანამდე ერთი დღით ადრეც არ უვარჯიშია.

მისი სიჯანსაღის შენარჩუნება მინდა, რადგან ახლა გოლების გატანის მუხტზეა და ეს მასთან ერთად გუნდისთვისაცაა მნიშვნელოვანი. ამიტომაც არ ვცვლი მას".


რაც შეეხება ლუკ შოუს, ვან გაალმა მის შესახებ განაცხადა: "ძალიან პოზიტიურად, დიდებულად შრომობს. ფიზიოთერაპევტთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ საფეხბურთო მწვრთნელთან ერთად უნდა ივარჯიშოს, რაც ჯერ არ მომხდარა".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2016 19:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არც გაბედო და თასს არ შეწირო ეს მატჩი, თორემ სულ რომც მოიგო თასი, ოთხეულზე მნიშვნელოვანი მაინც არ იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2016 20:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: hemikulu
au didi bodishi profilis washla rogor unda xom ver metyvit?

წაშლა თუ გაუქმება გინდათ?

მითხარი, რომელი გინდა და მე ვიზამ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 აპრილი 2016 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერერას დაბრუნება კი კარგია, მაგრამ შვაინშტაიგერზე ძაან მწყდება გული რაა sad
0
№4
ავტორი: ilker
19 აპრილი 2016 20:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ეგ თასი არაფერში წერია, მთავარი ოთხეულია. თან სიტი ლიგის მატჩზე იქნება კონცენტრირებული დიდი შანსია დაკარგოს ქულები. არსენალი კიდე არასტაბილუროა და როდის რას იზამს კაცმა არ იცის. ევერტინთან თუ უნდა მთელი გუნდი დაასვენოს მთავარია ეპლ-ში ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ manunited
0
№5
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2016 20:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: hemikulu
ogorc ari mokled ro ar iyos mobilurit davregistrirdi da klaviaturam auria saxels miewera ragaceebi da gadarqmevis opciac ver vipove, da tqven tu washlit mashin madloba

თუ სახელის გადარქმევა გინდა მხოლოდ და არა წაშლა, ეგეც შემიძლია. მითხარი რა სახელი გინდა და დაგიწერ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: depay7
19 აპრილი 2016 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
YVELAM VICIT RO LUI XVDEBA 80 % RO MIDIS DA UNDA TQVAS ME IUNAITEDS KAI FEGBURTELEBI DAVUTOVEO DA DIDI XNIS MOUGEBELI TASI MOVIGEO ASE RO CHEMPIONTA LIGA ALBAD MAGRA KIDIA..
0
№7
ავტორი: Ashley Young
19 აპრილი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
8ერერა ჯუვენტუსს უნდაო და გავუცვალოთ დიბალაში)))
0
№8
ავტორი: Iunaitedi
19 აპრილი 2016 21:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: Ashley Young
8ერერა ჯუვენტუსს უნდაო და გავუცვალოთ დიბალაში)))

დიბალა არამგონია გაყიდონ. მითუმეტეს გაცვლა.
0
№9
ავტორი: Ueidi
19 აპრილი 2016 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Ra magaria es shobeldzagli magari jilkiania es manchesteris levenda unda gaxdes magari kacia dzalian imena britanuli suli aq mebrdzoli
0
№10
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2016 21:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეშფორდს განაღდებული აქვს ძირითადი, დაჟე ასვენებს ხოლმე wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top