თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2016, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 6
ვიდიჩი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ
ნემანია ვიდიჩი "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და კრის სმოლინგზე საუბრობს.
ვიდიჩი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ
ნემანია ვიდიჩმა, ოდესღაც "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ბურჯმა აღინშნა, რომ თვალს ადევნებს გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენას.

მიმდინარე სეზონში "წითლების" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს ტიმოთ ფოსუ-მენსამ, კამერონ ბორტუიკ-ჯექსონმა, ჯო რაილიმ, დონალდ ლავმა, გილერმო ვარელამ, მარკუს რეშფორდმა და ჯეიმს უერმა, ხოლო რეიგან პული, ასელ ტუანზებე და რო-შონ უილიამსი განაცხადში მოხვდნენ.

ვიდიჩი აკადემიის ფეხბურთელების გარდა ენტონი მარსიალსაც ყურადღებით აკვირდება, თუმცა მისი შეხედულებით, ახალგაზრდა მცველისთვის უფრო მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ვიდრე შემტევი ხაზის ფეხბურთელებისთვის.

"ვფიქრობ, მცველებისთვის გაცილებით ადვილია, მით უმეტეს, როცა თქვენ, ფეხბურთელებს, სამს ან ოთხს ერთად გათამაშებენ ერთ მატჩში. ახალგაზრდა თავდამსხმელებისთვის ენერგია, წარმოსახვა და ბედნიერებაა მნიშვნელოვანია... მოედანზე გაგყავთ და აძლევთ მისწრაფებას, მაგრამ დაცვაში, ჩემი აზრით, საჭიროა ის, ვინც ამ ბიჭებს წარუძღვება.

"იუნაიტედი" ყოველთვის იწვევდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს პირველ გუნდში და, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შესაძლებლობები, ეს დაამტკიცეს იმ მატჩებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ თუ თასის მოპოვება გსურს- მათთან აუჩქარებლად უნდა იმუშაო. ისინი მხოლოდ შესაფერის მატჩებში უნდა ათამაშო, ნელ-ნელა განავითარო, რათ ძირითადში დიდხანს დარჩნენ.

სინამდვილეში ხანგრძლივი პროცესი უნდა შედგეს არა მცველებისთვის, არამედ თავდამსხმელებისთვისაც. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა განავითარო. გააგებინო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" - ეს არის კლუბი, რომელიც ყოველთვის იბრძვის ტიტულისთვის და თუ ეს არ მოხდება, ფეხბურთელები კრიტიკას უნდა შეეგუონ, რაც ადვილი არ იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის. ამიტომაც, მათ მხარდასაჭერად გამოცდილი ფეხბურთელები არიან საჭირო",
- განაცხადა ვიდიჩმა.

"წითლების" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ამ სეზონში კრის სმოლინგია, ოდესღაც ნემანიას თანაგუნდელი. შაბათს კრისმა "იუნაიტედის" მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა. სწორედ მისით არის სერბი აღფრთოვანებული ყველაზე მეტად.

"კრისი ყოველთვის მომწონდა. მომწონს იმიტომ, რომ მცველია. მცველის მენტალიტეტი აქვს, მასაც მოსწონს"- განაცხადა ვიდიჩმა ყოფილი თანაგუნდელის გახსენებისას.

"მჯერა, რომ უკეთესი გახდება, თუმცა ფიზიკურად ძლიერია და, როგორც ვთქვი, დაცვაში თამაში უყვარს, რაც, როგორც მე მგონია, ყველაზე მთავარია. დღეს ასე ხშირად ვერ შეხვდებით ფეხბურთელს, რომელსაც თავდაცვა უყვარს. ეს მისი უნარია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: PLANeta
20 აპრილი 2016 17:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
პერეირა ზამენაში მაინც შეიყვანეთ cerealguy თამაშზე არაფერს ვამბობ...
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 აპრილი 2016 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჩემთვის დაცვაში ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფოსუ-მენსაა. ძალიან ჭკვიანურად თამაშობს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მოუმატებს.


ისე ვიდა ერთ თამაშს ოლდტრაფორდზე, რომ დაესწრო არ იქნება ცუდი . მოგვენატრე ხალხს love
0
№3
ავტორი: Iunaitedi
20 აპრილი 2016 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
მენსას დიდი მომავალიაქვს hi2
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 აპრილი 2016 20:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგმა ყველა გააკვირვა, იმედია ისევ ჩვარად არ გადაიქცევა და პროგრესს განაგრძობს, ნაკრებშიც და კლუბშოიც ადგილი გარანტირებული აქვს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
20 აპრილი 2016 21:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წელს ევროზე უნდა ენდოს ჰოჯსონი სმოლინგს, მაგრამ კეჰილი, სტოუნსი და იაგილეკა სერიოზული კონკურენტები არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: hemi
20 აპრილი 2016 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
vida dzaan magari iyo shennairebi tu gaizdebian bichebi raga gvichirs, bortvikasi da mensas didi imedi maqvs, varelac ravi vnaxot

macneiri da bleketic ar arian cudi bichebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top