უეინ რუნი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ორთვიანი პაუზის შემდეგ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობას "ასტონ ვილასთან" მატჩში დაუბრუნდა და შეგვახსენა, თუ რატომ არის გუნდისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.
ვიდრე რუნი ტრავმირებული იყო, მისი პოზიციები შეირყა.
სანამ თებერვალში ტრავმას მიიღებდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ცხრა მატჩში შვიდი გოლი გაიტანა, მის არყოფნაში კი ჰარი კეინმა და ჯეიმი ვარდიმ "სამ ლომთა" სასტარტო შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაიუმჯობესეს.
"ტოტენჰემის" ვარსკვლავმა კეინმა პრემიერ ლიგის რვა მატჩში 7 გოლი გაიტანა, ვარდიმ კი ნაკრებში თავისი გოლების ანგარიში ბერლინში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქუსლით გატანილი გოლით გახსნა, რის შემდეგაც ჰოლანდიის ნაკრებს გაუტანა.
ამ პერიოდში კი "იუნაიტედში" მარკუს რეშფორდი ახალგაზრდული გუნდიდან პირველ გუნდამდე გაიზარდა.
სანამ რუნი თამაშს ვერ ახერხებდა, 18 წლის ფორვარდმა 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
რეშფორდმა თავისი საგოლე მაჩვენებლები აწ უკვე ჩემპიონშიპში გავარდნილ "ასტონ ვილასთან" გაიუმჯობესა, მაგრამ რუნიმ მთავარი როლი ითამაშა საგოლე შეტევაში და საერთო ჯამში ტრავმის შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში აჩვენა, თუ რატომ არის ქვეყნისა და კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.
რეშფორდის უკან მოთამაშე რუნი "იუნაიტედის" დაცვასა და შეტევას ერთმანეთთან აკავშირებდა, უკან იხევდა ბლინდისა და ანტონიო ვალენსიასგან ბურთის მისაღებად, ან "ასტონ ვილას" დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ეუფლებოდა ბურთს.
ვალენსიასა და რუნის ურთიერთქმედებაუეინ რუნიმ შეტევაში აქტიურად ჩართულ ფლანგის მცველ ანტონიო ვალენსიას 15 გადაცემა გაუკეთა.
მაშინ, როცა ბურთს გავარდნისთვის მზად მყოფი სტუმრები ვერ ფლობდნენ, "იუნაიტედი" ხუან მატასთან კომბინირებდა შეტევის ადრეულ სტადიაზე, თუმცა შორიდან გაშვებული ბურთები ხანდახან ესპანელს თავზე ახტებოდა.
"რუნიმ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. თამაშის მიმართულებას ბევრჯერ თვითონ განსაზღვრავდა- როგორც გოლის შემთხვევაში. მეორე ტაიმში ხშირად კარგავდა ბურთს, რადგანაც დაიღალა. ეს რთულია, როცა ორი თვეა არ გითამაშია", - ვან გაალი რუნის დაბრუნების შესახებ.
თუმცა 32-ე წუთზე რუნის პასის სიზუსტე არავითარ კითხვას არ აჩენდა: შორეული დიაგონალური პასი 30 წლის ინგლისელისგან პირდაპირ ვალენსიას ფეხზე მიუვიდა.
"ვილას" ნახევრის გვერდით ხაზთან მყოფმა ეკვადორელმა გამიზნული დაბალი პასი გაუკეთა რეშფორდს, რომელმაც ანგარიში გახსნა.
გუნდის შეტევის ორგანიზების გაგრძელების ფონზე, ორი წუთის შემდეგ რუნიმ შორიდან დაარტყა ბრედ გუზანის კარში, შემდეგ კიდევ ერთი დიდებული ჩაწოდება განახორციელა მუდმივად გახსნილ ვალენსიაზე.
"იმ მომენტიდან, როცა რუნიმ გრძელი გადაცემების კეთება დაიწყო, ჩანდა, რომ ამისგან სიამოვნებას იღებდა. მოედანზე დაბრუნებული თავს კომფორტულად გრძნობდა",
- ჩარლი ნიკოლასი.
აღნიშვნას იმსახურებს კიდევ ერთი გამოზომილი, მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გამჭრელი პასი მატაზე საჯარიმო მოედანში, მაგრამ რუნიმ თავი დაცვაშიც წარმოაჩინა; კაპიტანი დროულად ჩაუვარდა ფეხებში ჯორდან აიუს და პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი წაართვა.
ეს იყო ერთ-ერთი იმ სამ წართმევათაგანი, რომელიც რუნიმ მოედანზე ყოფნის დროს განახორციელა. რუნის შეცვლამდე უფრო მეტი წართმევა არცერთ სხვა ფეხბურთელს არ განუხორციელებია.
რუნიმ მოიგო ხუთი ორთაბრძოლა ექვსიდან და მიუხედავად იმისა, რომ ბურთთან მისი მოქმედება 67-ე წუთისთვის მის დაღლაზე მიუთითებდა, მაინც კმაყოფილი უნდა იყოს პრემიერ ლიგის საბრძოლო მოედნებზე დაბრუნებით.
რუნის არყოფნა "იუნაიტედს" დაეტყო. მის გარეშე ჩატარებულ 12 მატჩში გუნდმა მხოლოდ 6-ჯერ მოიპოვა გამარჯვება, გავარდა ევროპის ლიგიდან "ლივერპულთან" მატჩში და დამარცხდა "ვესტ ბრომვიჩსა" და "ტოტენჰემთან", რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ოთხეულში მოხვედრის მიზანს.
იმისათვის, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა შესაძლებელი გახდეს, "იუნაიტედმა" ჩემპიონატის პრაქტიკულად იდეალური დასასრული უნდა შემოგვთავაზოს იმის გათვალისწინებით, რომ წინ ინგლისის თასის ნახევარფინალია. გამოჯანმრთელებული რუნი ორივე ტურნირზე ვან გაალის მთავარი რესურსი იქნება.
ლაზარეთში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში რუნი დაბრუნდა და როგორც ჩანს, მზად არის, კრიტიკოსებს თავი შეახსენოს.
წყარო:
skysports