თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3350,
კომენტარები: 9
ფერგიუსონი ბექჰემის გუნდს უხელმძღვანელებს
სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთს უბრუნდება.
ფერგიუსონი ბექჰემის გუნდს უხელმძღვანელებს
დევიდ ბექჰემი მიმდინარე წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულის კაპიტანი იქნება "იუვენტუსთან" შეხვედრაში.

ავსტრალიური გამოცემა Fairfax Media ამტკიცებს, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ახლოსაა სიდნეიში ოქტომბერში ან ნოემბერში ორ კლუბს შორის მატჩის ჩატარების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან.

ბექჰემის გუნდს კი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი გაწვრთნის.

დევიდის გარდა გუნდში იქნებიან დუაით იორკი, ფილ ნევილი, ოლე გუნარ სოლსკიაერი და რაიან გიგზიც - იტყობინება the Sydney Morning Herald report.

ბექჰემისა და ფერგიუსონის ურთიერთობა 2003 წელს მომხდარი ცნობილი ფაქტის გამო გართულდა.

ინგლისის თასზე "არსენალთან" მატჩში "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხების შემდეგ ფერგიუსონმა გასახდელ ოთახში ბექჰემს სახეში ბუცი ესროლა, რაც მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაადასტურა.

ფერგიუსონი ბექჰემის გუნდს უხელმძღვანელებს

ბექჰემი ინციდენტის შემდეგ


ინციდენტის შემდეგ ბექჰემი მადრიდის "რეალში" გადავიდა. თუმცა ფეხბურთელსა და ყოფილ მწვრთნელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ საწყის ვითარებას დაუბრუნდა.

გასულ ნოემბერს შოტლანდიელი დიდი ბრიტანეთის გუნდს წვრთნიდა, რომელსაც ასევე ბექჰემი კაპიტნობდა "ოლდ ტრაფორდზე" "დანარჩენი მსოფლიოს თერთმეტეულის" წინააღმდეგ მატჩში.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 აპრილი 2016 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიყვარს ესეთი მატჩები და მართლა ერთი სიამოვნებაა ხოლმე ლეგენდარული ფეხბურთელების ყურება love
0
№2
ავტორი: Iunaitedi
19 აპრილი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ბექემი მაგ სურათში რონალდუს არაგავს wink


0
№3
ავტორი: RojoDiablo
19 აპრილი 2016 13:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შარშანაც ძალიან მაგარი იყო ბაიერნთან მატჩი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ilker
19 აპრილი 2016 14:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
თავიდან ვიფიქრე ბექჰემს აქ რამე კლუბი და იმას გაწვრთნისთო derpwhy პოლი არ გამომიტოვოთ
0
№5
ავტორი: Tsulo777
19 აპრილი 2016 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ორი ლეგენდა!
0
№6
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2016 15:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისევ დიდი სანახაობა გველის love
0
№7
ავტორი: Best 7
19 აპრილი 2016 16:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
სანტერესო იქნება love
0
№8
ავტორი: MUfan#1
19 აპრილი 2016 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: ilker
თავიდან ვიფიქრე ბექჰემს აქ რამე კლუბი და იმას გაწვრთნისთო derpwhy პოლი არ გამომიტოვოთ

ხო,ბექჰემმა ხო მაიამიში ჩამოაყალიბა ახალი კლუბი და მეც მეგონა რო მანდ იქნება მწვრთნელადთქო
0
№9
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 23:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
axlandels mainc ajobeben
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top