თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2748,
კომენტარები: 6
ჩიჩარიტო: "იუნაიტედი" ფერგიუსონს 100 წელშიც კი ვერ შეცვლის"
ხავიერ ერნანდესი ყოფილ მწვრთნელზე საუბრობს.
ჩიჩარიტო:
ხავიერ ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედი" გააფრთხილა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის დროს მომდევნო 100 წლის განმავლობაშიც ვერ იპოვის, ვან გაალის სამუშაო კი "ოლდ ტრაფორდზე" ჯერ კიდევ იწვევს ბევრ ეჭვს.

ჟოზე მოურინიო და რაიან გიგზი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაკავების რეალურ კანდიდატებად განიხილებიან, მაგრამ ჩიჩარიტოს მიაჩნია, რომ კლუბის მცდელობები უშედეგო იქნება და სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქა არასდროს განმეორდება.

"ვან გაალი მართლაც კარგი მწვრთნელია, გულახდილად ვამბობ. მსოფლიოს სხვა დანარჩენი მწვრთნელის მსგავსად მასაც საკუთარი ხელწერა აქვს.

ახალ სერ ალექს ფერგიუსონს 50-100 წლის განმავლობაში ვერ იპოვით, რადგან ის უნიკარული იყო. განსაკუთრებული.

ვან გაალს ყველაფრის გამოსწორება შეუძლია, მაგრამ ფეხბურთში დრო და შედეგი თავისთავად მეტყველებს მის საჭიროებაზე ან არასაჭიროებაზე",
- განაცხადა მექსიკელმა.

ვან გაალის გადაწყვეტილება, გაეშვა ხავიერ ერნანდესი, არაერთხელ ქცეული კრიტიკის სამიზნედ, რამეთუ "იუნაიტედს" 33 მატჩში მხოლოდ 40 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში, მაშინ, როცა ჩიჩარიტომ ბუნდესლიგაში 25 მატჩში 16-ჯერ გამოიჩინა თავი.

27 წლის ფეხბურთელი კი ამბობს, რომ მწვრთნელის გულახდილობით მოხარულია.

"მან მითხრა, რომ თამაშის შანსი ძალიან მიმცირდებოდა.

მოხარული ვიყავი იმით, რომ დასაწყისიდანვე გულახდილად მეპყრობოდა. როცა წავედი, მითხრა, რომ ჩემი შანსები და შესაძლებლობები მცირდებოდა, რადგანა მისი მთავარი ფორვარდი უეინ რუნი იქნებოდა.

თუ რუნი ტრავმას მიიღებდა, მაშინ მე ვითამაშებდი, მაგრამ თუ ფორმაში იქნებოდა, ის ითამაშებდა",
- დაასრულა ერნანდესმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 08:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
van gaalze debili mwvrtneli ar minaxia cxovrebashi ... es ro darcheniliyo bevrad uketesi iqneboda. runis siswrafidan da asakidan gamomdinare droa rom naxevardacvashi damkvidrdes
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 აპრილი 2016 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
100 წელი კი არა, ფერგიუსონს ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის. არა მარტო იუნაიტედში, საერთოდ ვამბობ, რომ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელია გუნდში ერთი მწვრთნელი 26 წელიწადი მუშაობდეს. თუმცა მარტო 26 წელი არაა რა თქმა უნდა, უბრალოდ ფერგიუსონი იყო არის და იქნება პლანეტის ყველა დროის ყველაზე საუკეთესო მწვრთნელი.
0
№3
ავტორი: აკო
19 აპრილი 2016 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ვერავინ ვერ შეცვლის ფერგის მაგრამ იქნებ ღირსეული შემცვლელი მაინც მოიყვანონ წელს და ეს უღირსი წითური ღაბაბა მოაცილონ აქაურობას სკამიდან რომ ვერ აატყავებ
0
№4
ავტორი: Iunaitedi
19 აპრილი 2016 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
არა ბუდესლიგაში მაგდენი გოლი გაიტანა საკითხავია აქ თუ გაიტანდა. არ დაგვავაიწყდეს აქ პრემიერ ლიგაა და ლევერკუზენი როცა სუსტ გუნდს ეთამაშება სად ის სუსტი გუნდი ა სად პრემიერლიგის სუსტი გუნდები. კაი ფეხბურთელია მარა ამას ვანპერსი ბევრად ჯობაი და თუ დატოვებაზე მიდგებოდა საქმე პერსი ჯობდა.
0
№5
ავტორი: Tsulo777
19 აპრილი 2016 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
არ შეიძლებოდა ჩიჩას გაშვება! ნომერ 1 ზამენაა ტიპი, ნებისმიერ გრანდში.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2016 15:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალი მართლაც კარგი მწვრთნელია, გულახდილად ვამბობ. მსოფლიოს სხვა დანარჩენი მწვრთნელის მსგავსად მასაც საკუთარი ხელწერა აქვს.


შე აფერისტო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top