ჯეკ უილშირი სოციალურ მედიაში დაცინვის ობიექტი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" "წმინდა სამების" ქანდაკების ფოტოსურათის ატვირთვის გამო- "არსენალისადმი" პატივისცემის გამოხატვის მცდელობისას.
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა "ოლდ ტრაფორდის" წინ მდებარე ქანდაკების ფოტოსურათი "თვითერსა" და "ინსტაგრამზე" გაავრცელა წარწერით: "ეს ჩვენი კლუბია, დღეს და სამუდამოდ".
ფოტოსურათი ასევე შეიცავდა "არსენალის" ლოგოს, "თვითერზე" კი ამ ფაქტს მალე გამოეხმაურნენ.
ერთ-ერთმა დაწერა: "ვერ ვიჯერებ, რომ ჯეკ უილშირმა არაფერი იცის "იუნაიტედის" ქანდაკების მნიშვნელობის შესახებ, რა იდიოტია!"
მეორე წერს: "რატომ აქვეყნებს უილშირი "ოლდ ტრაფორდის" გარეთ მდებარე ქანდაკების სურათს?"
როცა სხვა თქვა: "ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს ჯეკ უილშირის თვითისგან. სენსაცია."
შეცდომის დაშვების შემდეგ უილშირმა მალევე წაშალა სურათი.
"წმინდა სამების" ქანდაკება "ოლდ ტრაფორდის" წინ 2008 წლიდან დგას და ის დენის ლოუს, ბობი ჩარლტონისა და ჯორჯ ბესტის საპატივცემულოდ შეიქმნა.
ბესტმა და ჩარლტონმა 1968 წლის 29 მაისს შემდგარ ევროპის თასის ფინალში "ბენფიკას" გოლები გაუტანეს, ლოუმ კი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. სწორედ 40 წლის იუბილეზე დაიდგა სამების ქანდაკება.
ავტორია ფილიპ ჯექსონი, რომელმაც ასევე სერ მეტ ბასბის ქანდაკებაც შექმნა.