უკვე ახლოვდება სეზონის დასასრული და ყველა ტურნირზე ჩნდება შესაძლო გამარჯვებული. მათ შორისაა ინგლისის თასიც, რომლის დასრულება ამ ისტორიული ტიტულის თავს ზემოთ აწევით გვსურს. როგორც იცით, გასულ ოთხშაბათს "ვესტ ჰემი" დავამარცხეთ და მომდევნო შაბათს ნახევარფინალურ მატჩს "უემბლიზე" გავმართავთ. ამ რთულ სეზონში უკვე შორს წავედით ინგლისის თასზე, უნიკალურ ტურნირზე მონაწილეობისგან, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, სიამოვნებას ვიღებთ. ეს სტადიონი და ატმოსფერო მთელი ისტორიის შეგრძნების საშუალებას იძლევა. გვინდა, ამ სეზონში "უემბლიზე" ორი მატჩი ჩავატართო.
თუმცა "ევერტონთან" შეხვედრამდე პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ოთხშაბათს "კრისტალ პალასს" ვეთამაშებით. ჩვენი მიზანი: მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია, ამისათვის კი დარჩენილ ყოველ მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. სახლში ვთამაშობთ და ჩვენ გულშემატკივარს შესანიშნავი მატჩი უნდა ვაჩუქოთ. ვიცით, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დამატებითი ენერგიის იმედი შეიძლება გვქონდეს. ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია, თუმცა ამ უქმეებზე მათ "ემირეიტსზე" ფრე ითამაშეს. ასე რომ, ადვილი მატჩი არ გველის.
"ასტონ ვილასთან" გამარჯვების შემდეგ ამ ორი მატჩის წინ შესანიშნავ განწყობაზე ვართ. წინა კვირა კარგი გამოდგა და ეს სეზონის ბოლო შეხვედრებში ძალების მოკრებაში უნდა დაგვეხმაროს. "ვილა" დიდი მქონეა დიდი ისტორიისა, რომლის გვერდებზეც დაწერილია მოგება ევროპული თასისა და ინგლისურ მოედნებზე დიდხანს ასპარეზობა. ფაქტიურად, ისინი გავარდნენ არა იმის გამო, რომ ბოლო შეხვედრა წააგეს, არამედ იმის გამო, როგორც ითამაშეს წინა 33 მატჩში. თუმცა არასასიამოვნოა კოლეგების ასეთ ვითარებაში ხილვა. ყველასთვის უსიამოვნო და რთული გამოდცილებაა. ამის განსჯა შემიძლია, რადგან თვითონაც ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში.
ახლა კი არასაფეხბურთო თემა. მინდა, საჯაროდ გამოვტყდე კობი ბრაიანტისადმი ჩემს სიყვარულში. როგორც თქვენთვის ცნობილია, კალათბურთი მიყვარს და არაერთი უძილო ღამე გამიტარებია მისი თამაში ყურებისას, მისი ელეგანტური მოძრაობებისა და შეხებების ხილვისას, რომლებმაც განსაკუთრებულ სპორტსმენად აქციეს. მინდა, ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო და ცხოვრების ახალ ეტაპზე- კალათბურთის მოედანს მიღმა ბედნიერება ვუსურვო.
რაფაელ ნადალმა კი მონტე-კარლოს მასტერსზე მონფისი დაამარცხა, რითაც დაამტკიცა, რომ ლეგენდები არ ნებდებიან. რაფას სწრაფვა სრულყოფილებისაკენ ყველასათვის მისაბაძი მაგალითია და გვიჩვენებს, რომ ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში შენი შრომა სპორტში ყოველთვის დაფასდება. გილოცავ!
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმის გამო, რომ ჩემს YouTube არხს აქცევთ ყურადღებას. მოგიწოდებთ, კომენტარები დამიწეროთ ვიდეოზე, რომლებშიც სხვადასხვა რამეზე მოგითხრობთ, რის გამოცდ ფეხბურთი მიყვარს.
გეხვევით, ხუანი.
P.S. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ეკვადორელთა მხარდასაჭერად. რამდენიმე საათის წინ მომხდარი საშინელი მიწისძვრისას დაღუპულთა ოჯახებს თანავუგრძნობ.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.