The Sun იტყობინება, რომ Jay Z-ს სააგენტო Roc Nation Sports-ი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ მარკუს რეშფორდთან მუშაობას აპირებს.
გამოცემის თანახმად, Roc Nation-მა, რომელიც 2013 წელს დაარსდა, რეშფორდის ოჯახს უკვე მიმართა თავდამსხმელის წარმომადგენლის უფლების მიღების თაობაზე.
ამჟამად 18 წლის ფეხბურთელს, რომელსაც "იუნაიტედთან" მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მისი ოჯახი წარმოადგენს.
რეშფორმა "იუნაიტედის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
Roc Nation Sports ასევე არის მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, ჟერომ ბოატენგის, NBA-ს ვარსკვლავის, კევინ დურანტისა და ამერიკელი მოკრივე ანდრე უორდის წარმომადგენელი.