თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3035,
კომენტარები: 10
რომელია ფოსუ-მენსას საუკეთესო პოზიცია
კითხვა, რომელიც გულშემატკივარს აწუხებს.
რომელია ფოსუ-მენსას საუკეთესო პოზიცია
"მანჩესტერ იუნაიუტედის" პირველ გუნდში გამოჩენის შემდეგ ბევრი გულშემატკივრისთვის სადავო საკითხია, თუ რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს ტიმოთი ფოსუ-მენსამ.

18 წლის ფეხბურთელმა სკოლაში თავდამსხმელად დაიწყო კარიერა, თუმცა მოგვიანებით არაერთი პოზიცია მოირგო და ლუი ვან გაალის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი მულტიფუნქციურ როლს ასრულებს. "აიაქსიდან" ცენტრალური მცველის რანგში შეძენილი ფეხბურთელი 18-წლამდელთა გუნდში ნახევარდაცვაში თამაშობდა.

რეზერვების მწვრთნელმა უორენ ჯოისმა ფოსუ-მენსა 10 ნომრის პოზიციაზე მოსინჯა წინასასეზონო მატჩების მიმდინარეოისას და ჰოლანდიელმა 21-წლამდელთა გუნდში რამდენიმე დიდებული მატჩი ჩაატარა, სანამ "არსენალთან" "იუნაიტედის" პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებდა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენილ პირველ მატჩში ტიმოთი "უოტფორდის" წინააღმდეგ ცენტრალურ მცველად მოგვევლინა, თუმცა არც ეს იყო ბოლო პოზიცია, სადაც მან ითამაშა. ინგლისის თასზე "ვესტ ჰემთან" მოპოვებულ გამარჯვებაში ფოსუ-მენსა გუნდს მარჯვენა მცველის რანგში ეხმარებოდა.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ თინეიჯერი თავისი აღნაგობისა და ფიზიკური მონაცემების გამო საჯარიმოდან საჯარიმომდე მოქმედ ნახევარმცველად უნდა იქცეს, თავად ტიმოთი კი ამ შეკითხვაზე იოლ პასუხს ვერ იძლევა.

"რთული კითხვაა. ვფიქრობ, მე მხოლოდ ჩემს გამოსავალს შევინარჩუნებ. ცენტრალური მცველი ან ნახევარდაცვა ყველაზე მეტად შესაძლებელია. თუმცა, როგორც მანამდე ვთქვი, სადაც მწვრთნელი ისურვებს, მეც იქ ვითამაშებ.

21-წლამდელთა გუნდთან ერთად წინასასეზონო ტურნეზე ვიყავი. უორენ ჯოისი ძალიან დამეხმარა, კერძოდ, იმ ასპექტებში, რომლებშიც არც ისე კარგი ვიყავი. ამაში დამეხმარა და ჩემგან უკეთესი მოთამაშე ჩამოაყალიბა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შეძლო. ნომერი 10-ს პოზიციაზე ვთამაშობდი სეზონის წინ და გოლიც გავიტანე, რის გამოც ბედნიერი ვიყავი.

ვფიქრობ, ეს გამოცდილება დამეხმარა. როგორც შემტევ ნახევარმცველს, შენ გიხდება ისეთ პოზიციაზე თამაში, სადაც უნდა იფიქრო და იფიქრო ისე, როგორც შემტევმა ფეხბურთელმა. როცა მცველად თამაშობ, სწავლობ, როგორ ფიქრობს თავდამსხმელი- თუ საით დაიწყებენ მოძრაობას და რას გააკეთებენ, სანამ ბურთს მიიღებენ. ასე რომ, ეს ნამდვილად გეხმარება, როცა სხვა პოზიციაზე თამაშობ.

ვფიქრობ, როცა ახალგაზრდა ხარ, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრ პოზიციაზე გათამაშონ, რადგანაც, სადაც მწვრთნელი ჩემს თამაშს ისურვებს, უფრო მეტი გამოცდილება მექნება თითოეულ როლში",
- განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

კლუბის ოფიციალურმა ტელევიზიამ ვან გაალს ჰკითხა, მისი აზრით, რომელ პოზიციაზე იქნებოდა ფოსუ-მენსას თამაში საუკეთესო, რაზეც ჰოლანდიელმა მწვრთნელმა უპასუხა.

"ამის თქმა რთულია, რადგან ეს გუნდში ვაკანტურ ადგილზეცაა დამოკიდებული- თუ სად დაგვჭირდება ფეხბურთელი ყველაზე მეტად. ამ სეზონში ნახავდით, რომ დაცვაში ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა, რადგან ამ პოზიციაზე ბევრი ტრავმირებული გვყავდა.

ამიტომაც, როცა ტრავმებს ვერ უმკლავდები, ფეხბურთელებს შესაძლებლობების გამოვლენის შანსს აძლევ. ფოსუ-მენსამ ჰოლანდიის ახალგაზრდულ სისტემაში ცენტრალურ მცველად და ნახევარმცველადაც ითამაშა. მე კი ის მარცხენა და მარჯვენა მცველად ვათამაშე, რადგან ამისთვის შესაფერისი უნარი აქვს.

დღემდე აჩვენებდა თავის უნარებს, ამიტომაც მის გამო ბედნიერი ვარ, ჩვეულებრივ, ფეხბურთელს იმ პოზიციაზე უნდა ხედავდე, სადაც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მაგრამ ასე არ არის, ეს ვაკანტურ პოზიციაზეა დამოკიდებული",
- განაცხადა მწვრთნელმა.

წყარო: manutd.com


რომელია ფოსუ-მენსას საუკეთესო პოზიცია?

ნახევარმცველი
ცენტრალური მცველი
ფლანგის მცველი
სხვა პოზიცია

ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
18 აპრილი 2016 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
სადაც დააყენა ყველგან კარგი იყო
0
№2
ავტორი: Lee Sharpe
18 აპრილი 2016 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ყველგან კარგად თამაშობს, მაგრამ საყდენია "ძირძველი" პოზიცია ამის და კერიკი რომ წავა მეტი დრო მისცენ ჯობია, კრაიზეც კარგი იყო და ცენტრშიც ისე ვინ იცის იქნებ ახალი ლილიან ტურამი ან მარსელ დესაილი გამოჩნდა manunited მე ძალიან ვგულშემატკივრობ ამ კაცს pროსტა ეს ფონსუ მოიშოროს და მენსა მაინც დაიწეროს ძაან ნიგერულია მაისურზე ფონსუმენსა ahahaha
0
№3
ავტორი: depay7
18 აპრილი 2016 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
FOSU MENSA CENTRALUR MCVELAD MINDA KAIA FEGBURTELIA ARAFRIT CHAMOUVARDEBA ZUMAS.. ASETI GUNDI MINDA SAMOMAVLOD MWVRNELI GIGSI TANASHEMWE RUNI DA SCOULSI PAXODU FERGIC IYOS SHTABSHI.. WKOBA LEGENDALURI 4-4-2-A DEGEA LUK SHAW BLIND STOUNS VARELA WELBEK JAMES RODRIGES MATICH LUCAS MOURA DEPAY MARCIALI ROMERO FOSU MENSA BORTUIK JEKSONI SNAIDERLIN RABIO RASHFORD J.VILSON :D ROGORIA.. DA LIVERPULI 4-3-2-1-A MINOLE MORENO ZUMA LOVRENI CLAINI CONTINIO GINDOGANI GIOTZE ISCO DUGLAS COSTHA HARI KEINI BEGOVICHI SAXO GIBSI MILNERI LALANA FIRMINO MARKOVICHI :D :D RA JAXI IQNEBA :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
18 აპრილი 2016 12:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საყრდენად მინდა ამის ხილვა თუმდა დაცვაში თუ შეუწყვილდება სმოლინგს ეგ უფრო გამახარებს. იდეალურია ესეტი ხალხის ყოლა, ამას და ბლინდს ყველგან შეუძლიათ თამაში, ბლინდის ფიზიკურობა რომ არა ნახევარდაცვაში იქნებოდა ალბათ, თუმცა წელს საკმარისი გამოცდილება მიიღო, უკეთესად ათამაშდა დაცვაში და ვნახოთ, შესაძლოა მომავალ სეზონში დაგვიბრუნდეს ნახევარმცველად. ბლინდის პოზიციის ცვლილებაზე იქნება ალბათ უფრო დამოკიდებული სად იდგება უმეტესად მომავალ წელს ფოსუ-მენსა, თუ რა თქმა უნდა ბლინდი ისევ ძირითადის კაცი იქნება
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2016 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ათიანზე ამის თამაში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დაცვაში ფოსუ-მენსა ძალიან კარგია. ცენტრალურ და განაპირა მცველს მშვენივრად თამაშობს, თუმცა დარწმუნებული ვარ არც საყრდენად გაუჭირდება. ასეა თუ ისეა ესეთი ფეხბურთელის ყოფნა გუნდში ძალიან დიდი ფუფუნებაა და როგორც ვან გაალმა აღნიშნა გუნდს სადაც დასჭირდება იქ ითამაშებს.
0
№6
ავტორი: Iunaitedi
18 აპრილი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
დაცვა.
0
№7
ავტორი: makaveli
18 აპრილი 2016 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მიმიქარავს მაკელელე ამას ისეთი ვარდნები აქ და მშვენიერი ფიზიკური აღნაგობაც დააყენონ ჩამშლელად და შეტეას არ გაუშვებს მერეც იძახონ ბუსკვერცხიო
0
№8
ავტორი: DRJBECKHAM
18 აპრილი 2016 14:22
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ეს იყიდეს როგორც საყრდენი და კერიკის წასვლის შემდეგ სრულად უნდა ამოავსოს ეგ პოზიცია, გრძელი პასი და მოედნის ხედვა ნაღდად არ ვიცი როგორი აქვს
0
№9
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2016 18:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ არ ჩანს, რამდენად შეუძლია პასების კეთება და მოედნის ხედვა როგორი აქვს. პოზიციას რომ მაგრად არჩევს თავდაცვისას, ეს ფაქტია. მაგრამ მცველობა და ნახევარმცველობა იმდენად სხვადასხვა რამეა, რომ ასე მარტივად ასწიო და გადაიყვანო არ გამოვა. თუმცა ჯერ ისიც არ ვიცით, რა შეუძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 08:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
momavalshi dacva masze unda aewyos
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top