"ასტონ ვილასთან" გამარჯვების შემდეგ დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ მარკუს რეშფორდს, მისი აზრით, "წითელი ეშმაკების" რიგებში ისტორიის შექმნა შეუძლია.
რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 12 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ესპანელ მეკარეს იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ასეთივე ტემპში განაგრძნობს თამაშს.
"დაუჯერებელია, არა? ეს ფეხბურთელი მართლაც ახალგაზრდაა და ბევრი გოლი გაიტანა. ვიმედოვნებ, ამ კლუბში წლების განმავლობაში დარჩება და კლუბის ისტორიას შექმნის. მორცხვი ბიჭია, ძალიან კარგი მეგობარი და თანაგუნდელი. მართლაც კარგი ბიჭია", - განაცხადა დე ხეამ.
"ასტონ ვილასთან" მატჩში დე ხეამ მორიგი "მშრალი" მატჩი ჩაატარა: "ამ სეზონში თავს კარგად ვიცავდით და ბოლო მატჩამდე ასევე უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, ოთხეულში შევალთ. ჩვენი მატჩები უნდა მოვიგოთ და სხვა გუნდებს დაველოდოთ. ბოლოს ყველაფერი გამოჩნდება".
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.