თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2016, 12:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2141,
კომენტარები: 5
მატა: "მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი"
ხუან მატა მატჩის შემდგომ.
მატა:
ხუან მატა აღიარებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ასტონ ვილასთან" რთული შეხვედრა გამოუვიდა, მაგრამ აღნიშნავს, რომ მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და ლუი ვან გაალის შეგირდებს სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

მატჩის შემდეგ მატამ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა: "მოგება მოგებაა და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად მნიშვნელოვანი იყო. "მანჩესტერ სიტი" "ჩელსის" უნდა შეხვდეს (მატჩი "სიტის" გამარჯვებით 0-3 დასრულდა) და ადვილი მატჩი არ ექნებათ, ასე რომ, მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ. დიახ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მოგება მოგებაა.

შეიძლება, გულშემატკივარსა და მედიას გამარჯვება გარანტირებული ეგონა, მაგრამ ჩვენ ასე არასდროს ვთვლით. პრემიერ ლიგაში არ აქვს მნიშვნელობა, გუნდი სატურნირო ცხრილის მწვერვალზეა თუ ფსკერზე, აქ ყოველთვის რთულია. "ასტონ ვილამ" სიამაყით ითამაშა და ეს ადვილი როდია, სრულიად კონცენტრირებული უნდა იყო, ჩვენ კი ბოლო ხუთ წუთში არ ვყოფილვართ და მათ შანსები შექმნეს. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გავიმარჯვეთ.

ახლა "კრისტალ პალასს" ვხვდებით და იმედი მაქვს, ამასაც მოვიგებთ, შემდეგ კი ინგლისის თასის ნახევარფინალია, რაც ორ ძალიან ნათელ მიზანს გვისახავს: მოგებას - თუ შევძლებთ - პრემიერ ლიგაში დარჩენილი თითოეული შეხვედრისა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და ინგლისის თასის მოგებას, რომელიც კლუბს ბოლო წლებია არ მოუგია. ორივე მათგანზე სრულად კონცენტრირებულნი ვართ".


მატამ მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი მარკუს რეშფორდი შეაქო. ახალგაზრდა ინგლისელმა მე-12 შეხვედრაში მე-7 გოლი გაიტანა.

"საჯარიმოში უნდა იყოს, რადგან ყოველთვის, როცა საჯარიმოშია, გოლს იტანს. თავისი გოლებითა და მოძრაობებით გვეხმარება და ყველანი ბედნიერები ვართ მისი და აკადემიიდან მოსული სხვა ფეხბურთელების გამო. განსაკუთრებით კი მის გამო, რადგან ახლა კარგი პერიოდი აქვს ვიმედოვნებ, სეზონის ბოლომდე გააგრძელებს გოლების გატანას.

ის ბედნიერია გამარჯვებით, მაგრამ არა მატჩით, რადგან სეზონის საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ იყო. დღეს ჩვენი საქმე გავაკეთეთ, რის გამოც ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რადგანაც ძალიან კარგი უიქენდი გვაქვს. სეზონის განმავლობაში დღევანდელის მსგავსი მატჩები არაერთხელ წაგვიგია, ასე რომ, ეს პოზიტიური დღეა",
- დაასრულა ესპანელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2016 12:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსი ხო არაფერში გამოგადგება areyoukiddingme არც არიან ღირსები კიდე ვინმეს წაგების, იმდენი შანსი ჰქონდათ და ვერც ერთი გამოიყენეს
0
№2
ავტორი: Memphis_Depay
17 აპრილი 2016 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ვაი შენს პატრონს !!! cerealguy
0
№3
ავტორი: Lady in red
17 აპრილი 2016 12:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
წესით ოთხეულისთვის გუნდი აღარ უნდა იბრძოდეს და წინა სეზონთან შედარებით უკეთესი უნდა ყოფილიყო,მაგრამ პირიქით არის
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 აპრილი 2016 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისევ არსენალის იმედზე თუ ვიქნებით, მაგრამ ჩვენი ბედი რო ვიცი არსენალიც მოიგებს, თუმცა ყველაფერი მაინც ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, რომ ოთხეულში ვყოფილიყავით, მაგრამ უაზროდ დაკარგულმა ქულებმა თავისი როლი ითამაშა.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2016 22:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართლა არა მგონია, რომ რამე გადაწყვიტოს ბურთების შეფარდებამ. უფრო სწორად. ახლა 20 და 30 გოლის გამტანები არა ვართ და ვერაფრით გამოვასწორებდით ჩვენს სტატისტიკას. ამიტომაც მხოლოდ გამარჯვებაა ფასეული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top