"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მარკუს რეშფორდის დატოვება ძირითადი შემადგენლობის მიღმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
რეშფორდმა "ასტონ ვილასთან" მატჩში ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაიტანა და "წითელ ეშმაკებს" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
მატჩის შემდგომ ინტერვიუს მიცემისას ვან გაალმა ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი თავისი დამოკიდებულება არ დამალა.
გამომდინარე იქიდან, რომ მარკუსმა შუა კვირაში "ვესტ ჰემთან" მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, ვან გაალს მისი შეცვლა სურდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო.
"დიახ, მისი შეცვლა მინდოდა. დიდხანს ვყოყმანობდი. ჯერ ახალგაზრდაა და ბოლო რამდენიმე მატჩი ითამაშა, მაგრამ, დიახ, ბოლოს მაინც არ შევცვალე. მისი მუხტის დაჭერისგან სარგებელის მიღება მსურს და მარკუსი ძალიან პოზიტიურად გამოიყურებოდა. ვიფიქრე, რომ მატჩის დასრულებამდე შევცვლიდი, რადგანაც ბოლო 15 წუთი ყოველთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის. ამიტომაც შევცვალე", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, წინა მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განხორციელდა, რომელთა შორის იყო ენტონი მარსიალის ნაცვლად მემფის დეპაის გამწესება, თუმცა სმოლინგმა და ბლინდმა კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს მატჩი.
"მემფისს ძალიან ბევრი კარგი კრეატიული მომენტი ჰქონდა და გოლის გატანაც შეეძლო. მის თანაგუნდელებსაც შეეძლოთ მისი პასით გატანა, თუმცა იღბალიც საჭიროა. რა თქმა უნდა, მარსიალმა დაისვენა, რადგან ახალგაზრდაა და ძალიან, ძალიან, ბევრ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სმოლინგმა და ბლინდმა, ასე თუ ისე, ყველა მატჩში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ჯერჯერობით მათი შეცვლა არ შემიძლია, ამიტომაც თამაშობენ".