კრის სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თავის მე-200 შეხვედრას ჩაატარებს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მატჩში და ცენტრალური მცველი ამ მიღწევით ამაყობს.
2010 წელს "ფულჰემიდან" შეძინილი ფეხბურთელის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" ექვსი წელია გრძელდება და მიმდინარე სეზონში მან არაერთხელ მოირგო ლუი ვან გაალის გუნდის კაპიტნის სამკლაური.
26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და უკვე მოასწრო 47 მატჩის ჩატარება- რაც მის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია ერთ სეზონში ჩატარებული მატჩების მხრივ. ეს კი ამტკიცებს, რომ სმოლინგი დაცვის ცენტრალური ხაზის განუყოფელ ნაწილად იქცა.
"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას სმოლინგმა განაცხადა: "დიდებული მაჩვენებელია და ასეთი დიდი რიცხვი დიდი მიღწევაა. მოუთმენლად ველოდები მატჩის დაწყებას, შემდეგ კი უფრო დიდ მიღწევას".
თავის მეექვსე სეზონთან დაკავშირებით კრისი აცხადებს: "ყოველ წელს გიხდება გარშემო მყოფებთან შეგუება და ასეთ ფეხბურთელებთან თამაში ყოველდღე გმატებს მონდომებას. იმედი მაქვს, თამაშსა და სწავლას გავაგრძელებ."
"ასტონ ვილას" გავარდნა პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად დადასტურდება იმ შემთხვევაში, თუ "ნორვიჩ სიტი" მინიმუმ 1 ქულას აიღებს "სანდერლენდთან" შეხვედრაში ან "ვილელები" "იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხებიან. სმოლინგი აღნიშნავს, რომ გაკვირვებულია ბირმინგემელთა ასეთი რეგრესით.
"სეზონის სტარტზე არა მგონია, ვინმეს ეფიქრა, რომ "ასტონ ვილა" ბოლო ადგილზე იქნებოდა. ეს არის კლუბი, რომელსაც ყოველთვის დიდებული ტრადიციები ჰქონდა პრემიერ ლიგაში დიდხანს თამაშობდა. მაგრამ ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ჩემპიონატი მეტისმეტად გიჟური და არაპროგნოზირებადია".