შვეიცარიული გამოცემა Blink იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 16 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი ნიშან ბურკანტი შეიძინა და ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
მსუბუქი ათლეტიკის სპორტსმენის, სტეფან ბურკანტის შვილი შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბ "ციურიხში" ნიჭიერ ფეხბურთლად ითვლება, მაგრამ ოჯახმა კლუბთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. "რის გამოც კლუბის დატოვება გადავწყვიტეთ. ნიშანი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადის", - ამბობს სტეფან ბურკანტი.
"ციურიხის" ხელმძღვანელმა კანეპმა განაცხადა: "ნიშანის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი 16-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. ამიტომაც არ ვათამაშებთ. ჩვენ მომდევნო სეზონის შემადგენლობა უნდა დავგეგმოთ, ამიტომაც უპირატესობას იმ ფეხბურთელებს ვანიჭებთ, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომნი იქნებიან. მაგრამ გუნდის მომზადებაში ნიშანი მაინც იღებს მონაწილეობას".
ნიშანისადმი ინტერესის თაობაზე "არსენალის" გულშემატკივართა საიტმა ReadArsenal.com-მა დაწერა, რომ "არსენალი" და "ჩელსიც" ინტერესდებოდნენ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" კონკურენტებს აჯობა.