ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სტაბილურობის ნაკლებობა ამ სეზონში მისი შიშის უმთავრესი მიზეზია.
"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში დაამარცხა "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი", მაგრამ ქულები დაკარგა "ნიუკასლთან", "სანდერლენდთან", "ნორვიჩთან", "ვესტ ბრომთან" და "ბორნმუთთან".
ვან გაალი აღნიშნავს, რომ გუნდი თანმიმდევრულ შედეგებს ვერ აჩვენებს, რაც ოთხეულში მოხვედრაში საბოლოოდ გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
"ამის გაკეთება ვცადეთ. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები, მწვრთნელი და შტაბი შეშფოთებულები არიან, რადგან თანმიმდევრულობა გვაკლია.
თუმცა არის პირობა, რომელიც ასეთ სიტუაციაში იჩენს თავს. როცა ტრავმების გამო ყოველ კვირაში სხვადასხვა შემადგენლობის გამოყვანა გიწევს, რთულია სტაბილურობის შენარჩუნება გუნდის შენების პროცესში.
მაგრამ ჯერ კიდევ ვიბრძვით ჩემპიონატში პირველი პოზიციებისთვის და ჯერ კიდევ ვთამაშობთ ინგლისის თასზე, ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით", - განაცხადა ვან გაალმა.