ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია მარკუს რეშფორდი.
თებერვალში პირველი გუნდის რიგებში გამოჩენის შემდეგ 18 წლის თავდამსხმელმა 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგაც.
მისი კარიერის დასაწყისი იმდენად კარგი გამოდგა, რომ ექვსგოლიან ნიშნულს უფრო სწრაფად მიაღწია, ვიდრე მისმა თანაგუნდელმა უეინ რუნიმ, მისი გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ და რონალდუს მთავარმა კონკურენტმა ლიონელ მესიმაც კი.
მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არავითარ შედარებებს არ ემხრობა.
"შეიძლება ვაშლი მსხალს შეადარო. მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რისი აღნიშვნაც გსურთ.
ჯერ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, რასაც მარკუსი აკეთებს დღემდე. მაგრამ რონალდუსთან მისი შედარება არ შეიძლება.
ის სულ სხვა პოზიციაზე თამაშობდა, როგორც ვიცი. "მანჩესტერ იუნაიტედში" თავდამსხმელი არ იყო, როგორც ვიცი. ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან აქ არ ვიყავი. მაგრამ შედარება არ შეიძლება", - განაცხადა ვან გაალმა.