ლუი ვან გაალის მორიგი თავის არიდება ჟურნალისტთა შეკითხვაზე.
ლუი ვან გაალი კვლავ უარს აცხადებს თავის მომავალთან დაკავშირებით ღიად საუბარზე, მაგრამ ფიქრობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა ედ ვუდვორდისა და გლეიზერების გადაწყვეტილების მიღებისას სასწორს მის სასარგებლოდ გადახრის.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული მეორე იმედგაცრუების სეზონის პერიოდში ჰოლანდიელის სამსახურს მაურისიო პოჩეტინოს, ჟოზე მოურინიოსა და რაიან გიგზს უკავშირებენ.
გავრცელებული ხმების თანახმად, ვან გაალი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შემთხვევაში "იუნაიტედს" კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დატოვებს.
თუმცა ვან გაალს "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ თავის მომავალზე არ უსაუბრია:
"ამას თქვენთან არ განვიხილავ. შეგიძლიათ, ბევრჯერ მკითხოთ, რა ხდება ჩემს თავს, მაგრამ ამას მედიასთან არ განვიხილავ. მედია წერს, მე არაფერს განვიხილავ.
პრესაში მხოლოდ ჩემს პოზიციაზე ვკითხულობ და არა სხვა მწვრთნელების. ამას არ ვეთანხმები. ჩემი პრობლემა არ არის".მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალმა არ ისურვა განეცახა, სად იმუშავებდა მომდევნო სეზონში, იმედი გამოთქვა, რომ ისეთი ახალგაზრდების გამოჩენა გუნდში, როგორიც ტიმოთი ფოსუ-მენსა და მარკუს რეშფორდი არიან, მას ძალიან დაეხმარება.
ეს მხარე ნამდვილად არის მახასიათებელი, რომელიც ჟოზე მოურიოსთან შედარებით ვან გაალს უპირატესობას ანიჭებს.
"ეს არის ჩვენი პოლიტიკა. "მანჩესტერ იუნაიტედს" სჯერა ახალგაზრდების და ვან გაალსაც სჯერა მათი. ეს ერთ-ერთი არგუმენტი იყო იმისა, რატომაც ამირჩიეს.
ჩემთვის სიახლე არ არის, რომ ასეთი რამ ხდება, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ აკადემიიდან ახალგაზრდების გადმოყვანა შეგვიძლია", - დაასრულა ჰოლანდიელმა.
წყარო:
M.E.N.