"მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციაზე უკვე დაიწყო და ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
www.manutd.com/en/poty. "იუნაიტედის" გულშემატკივარი გადაწყვეტს, ვინ იქნება სამი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი- მათ შორის სერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.
დავიდ დე ხეას შანსი აქვს, გახდეს პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც პირველად მოიგებს "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ზედიზედ სამჯერ. ესპანელ კიპერს კი უმთავრეს კონკურენციას
კრის სმოლინგი და
ენტონი მარსიალი გაუწევენ, თუმცა გულშემატკივარს ნებისმიერი ფეხბურთელის არჩევა შეუძლია.
ონლაინ ხმის მიცემა ასევე გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება დენზილ ჰარუნის სახელობის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი- ნომინაციაზე კი წარდგენილნი არიან
კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი, დონალდ ლავი და
ჯეიმს უეირი.გულშემატკივარი ასევე აირჩევს წლის საუკეთესო გოლს 10 კანდიდატს შორის (ქვემოთ), რომელთაგან სამი საუკეთესო ბოლო კვირას "თვითერზე" მოწყობილ გამოკითხვაში მიიღებს მონაწილეობას და 2 მაისს, ორშაბათს ღამით საუკეთესო გოლი გამოვლინდება.
ხმის მიცემის სიასერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ფეხბურთელიხმის მიცემა შესაძლებელია "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელმაც 2015/16 წლების სეზონში პირველ გუნდში თუნდაც ერთი შეხვედრა ჩაატარა. სრული სიის სანახავად გადადით მისამართზე:
www.manutd.com/en/POTYდენზილ ჰონორის სახელობის წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელიკამერონ ბორტუიკ ჯექსონი
დონალდ ლავი
ჯეიმს უეირი
წლის საუკეთესო გოლიენტონი მარსიალი V "ლივერპული" (სახლში)
ხუან მატა V "საუთჰემპტონი" (გასვლა)
ანდერ ერერა V "ევერტონი" (გასვლა)
უეინ რუნი (მე-2) V "ნიუკასლ იუნაიტედი" (გასვლა)
ჯესი ლინგარდი V "ჩელსი" (გასვლა)
ენტონი მარსიალი V "სტოკ სიტი" (სახლში)
უეინ რუნი V "სტოკ სიტი" (სახლში)
ხუან მატა V "უოტფორდი" (სახლში)
მარკუს რეშფორდი V "მანჩესტერ სიტი" (გასვლა)
მარკუს რეშფორდი V "ვესტ ჰემ იუნაიტედი" (გასვლა)