თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2016, 15:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2228,
კომენტარები: 8
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ.
ვან გაალი ტრავმირებულთა შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა, რომ "ასტონ ვილასთან" მატჩში ანდერ ერერას მონაწილეობა "აპტონ პარკზე" მიღებული მცირე ტრავმის გამო საეჭვოა.

უეინ რუნი "ვესტ ჰემთან" მატჩში პირველად დაუბრუნდა მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და მწვრთნელის თქმით, მომდევნო მატჩშიც მიიღებს კაპიტანი გარკვეულ სათამაშო დროს.

ბასტიან შვაინშტაიგერის მდგომარეობა კვლავ რთულია და მიმდინარე სეზონში მისი მოედანზე დაბრუნება სათუოა, ხოლო ლუკ შოუ ფიზიოთერაპევტთან წარმატებულად ვარჯიშობს და მწვრთნელის თქმით, "დიდებულად შრომობს".

"ჯერ დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ერერამ ტრავმა მიიღო, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისევ ორ დღეში გვიწევს ფორმის აღდგენა. ეს განგრძობითი პრობლემაა, რადგან როცა ამდენ ტურნირზე თამაშობ ერთ სეზონში, ბევრი მატჩის ჩატარება გიწევს, ეს არის ერთადერთი პრობლემა.

რუნის ყოველთვის სურს თამაში. დიახ, ვფიქრობ, უფრო მეტ დროს მიიღებს, თუმცა ეს თამაშზეა დამოკიდებული. წინასწარ ვერ იტყვი, რომ 20 წუთს მისცემ ან რამე მსგავსი; თუ ეს შესაძლებელი იქნება, გავაკეთებ კიდეც, რადგან უეინი გუნდში გვჭირდება.

არა მგონია, შვაინშტაიგერმა ამ სეზონში ითამაშოს- ვფიქრობ, მომდევნო სეზონისთვის იქნება მზად. იქნებ ევროპის ჩემპიონატისთვისაც იყოს მზად, წინასწარ ვერ ვიტყვი. შესაძლებელია, მაგრამ ესეც ჩვენთვის სასარგებლოა, რადგან ახალი ტურნირისთვის ფორმაში გვეყოლება. შოუ მოედანზე და ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს, მაგრამ არა ვარჯიშების მწვრთნელთან, ეს კი სხვადასხვა რამეა. თუმცა დიდებულად, დაუჯერებლად შრომობს",
- განაცხადა ვან გაალმა.

ჰოლანდიელს ჰკითხეს, მოუწევდა თუ არა როტაციის გამოყენება რთულ კალენდართან გასამკლავებლად, რაზეც უპასუხა: "დიახ, დიახ, ასე მგონია. ვალდებულიც ვარ. ფეხბურთელებისთვისაც კარგია, ჩემი აზრით, მაგრამ ჯერ უნდა მოვიცადო და ვნახო, გავაკეთებ თუ არა ამას ხვალ ან "პალასის" წინააღმდეგ. ინგლისის თასზე "ევერტონთან" მატჩი არის შეხვედრა, სადაც უძლიერესი გუნდი უნდა გამოვიყვანოთ, რა თქმა უნდა".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Ueidi
15 აპრილი 2016 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Bastika da herrera xo ertad ver moxvdnen ra wels orive aqtiuria chashlac ician kargi pasic aqvt da mevrdzolia orive rac yvelaze metad mevaseba
0
№2
ავტორი: RojoDiablo
15 აპრილი 2016 15:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ასტონ ვილასთან შეიძლება ხალხის დასვენება. ეგეთი ზარმაცი და უაზრო გუნდი მე რაც პრემიერ ლიგას ვუყურებ, არ მახსოვს. ერთ გოლს გაუშვებენ და თამაშს აგდებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 აპრილი 2016 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შვაინშტაიგერზე მაგრად მწყდება გული და იმედია ევროპაზე მაინც ითამაშებს. იგივე ეხება შოუსაც რა თქმა უნდა, თუმცა ესეთი ტრავმის მერე მისი ნაკრებში გამოძახება ძალიან დიდი რისკია, მაგრამ მჯერა ეს რისკი გამართლებული იქნება...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2016 17:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნიმ უნდა ითამაშოს დასაწყისიდანვე
0
№5
ავტორი: Iunaitedi
15 აპრილი 2016 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ამ ტრავმებმა ხო მოტ#ნეს ტვინი angry
0
№6
ავტორი: გაბადაძე
15 აპრილი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Romel amden turnirze monawileobas ambobs erti tu sadme iyo yveladan gamovarda tasis garda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: Wardell
15 აპრილი 2016 17:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ამათაც თუ ვერ მოვუგეთ, ლაღი და შემტევი ფეხბურთით მართლა დაშალონ გუნდი :/
0
№8
ავტორი: Memphis_Depay
15 აპრილი 2016 18:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ამათაც თუ ვერ მოუგეს კარგად ყოფილა საქმე wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top