თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3517,
კომენტარები: 7
კერიკი: "დე ხეა დროულად ამოქმედდა"
მაიკლ კერიკი დავიდ დე ხეას შესახებ.
კერიკი:
მაიკლ კერიკმა "ვესტ ჰემთან" ინგლისის თასის მატჩის შემდეგ დავიდ დე ხეა შეაქო და მის მიერ მოგერიებული ბურთებით აღფრთოვანებული დარჩა.

მარკუს რეშფორდისა და მარუან ფელაინის გოლებით "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩაქუჩებთან" მატჩში 2-0 იგებდა, თუმცა "წითლებმა" მატჩის მიწურულს ერთი გოლი გაუშვეს და ნერვიული დასასრული გამოუვიდათ.

ჯეიმს ტომკინსის გოლის შემდეგ კარის ესპანელმა დარაჯმა რამდენიმე რთული დარტყმული მოიგერია და 2-1 ანგარიში შეინარჩუნა.

"მთელი ეს დრო უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მატჩის მიწურულს დავიდი გვჭირდებოდა. გოლმა თავდაჯერებულობა შეგვძინა. კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ დე ხეა დროულად გააქტიურდა", - განაცხადა კერიკმა.

ამ გამარჯვების შემდეგ "იუნაიტედი" ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ევერტონს" "უემბლიზე" შეხვდება. ვან გაალის გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების შანსი ჯერ კიდევ რჩება.

"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. "უემბლიზე" მოხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა.

"ვესტ ჰემი" ახლა აღმასვლას განიცდის, მათი სტადიონი- რთულად სათამაშო ადგილია. გვჯეროდა, რომ აქ გამარჯვება შეგვეძლო, მოვედით და გავიმარჯვეთ კიდეც.

ამ სეზონში ცუდი და საშინელი მატჩები გვქონდა. მაგრამ აქ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ფორმის შენარჩუნება გვჭირდება. სწორედ ასეთი დავალება დავისახეთ წინ",
- დაასრულა ინგლისელმა.

წყარო: four-four-two
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Zeba
16 აპრილი 2016 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
რა უნდა თქვა დავიდზე,სიტყვები ზედმეტია წელსაც არ ყავს ამ კაცს კონკურენტი და გახდება კიდეც წლის ფლეიერი. <3 მაინცდამაინც ლიგა უნდა მოიგოს რო საუკეთესო მეკარედ აღიარონ?! derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№2
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2016 12:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Zeba
რა უნდა თქვა დავიდზე,სიტყვები ზედმეტია წელსაც არ ყავს ამ კაცს კონკურენტი და გახდება კიდეც წლის ფლეიერი. <3 მაინცდამაინც ლიგა უნდა მოიგოს რო საუკეთესო მეკარედ აღიარონ?! derpwhy

არა, რეალში უნდა გადავიდეს, რომ ეგ გააკეთონ. ისე ვერავინ ხედავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: MUfan#1
16 აპრილი 2016 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ვემბლიზე რო ფრე დამთავრდეს დამატებითები წავა ხო? თუ გადათამაშება იქნება?
0
№4
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2016 13:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: MUfan#1
ვემბლიზე რო ფრე დამთავრდეს დამატებითები წავა ხო? თუ გადათამაშება იქნება?

დამატებითი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 აპრილი 2016 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როდის არ მოქმედებს დე ხეა დროულად, რომ მაშინ არ ემოქმედა.რაც დრო გადის უფრო და უფრო უმატებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცებს თავის უმაღლეს კლასს!
0
№6
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2016 15:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერამდენე მატჩი უნდა გადაარჩინოს
0
№7
ავტორი: Memphis_Depay
16 აპრილი 2016 18:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა !!! ნუ ჩეხის,კასილასის და ბუფონის თაობას არ ვეხებით რაა !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top