მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში მის მიერ გატანილი გოლის ეპიზოდში მოვლენათა შესაძლო განვითარება წინასწარ გამოიცნო.
მარკუს რეშფორდის გოლის შემდეგ "იუნაიტედის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა ბელგიელმა ნახევარმცველმა. 67-ე წუთზე მარსიალმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა და შედეგად, ბურთი ფელაინის მოხვდა, რომელმაც დარენ რენდოლფის კარში მეორე გოლი გაიტანა.
მარუანის თქმით, მას არ გაკვირვებია, რომ მარსიალის დარტყმული ამდენად არაზუსტი გამოდგა.
"ვიცოდი, რომ ააცილებდა, რადგანაც მარცხენა ფეხით დაარტყა.
უბრალოდ კარის წინ ვიდექი და მუხლი დავუხვედრე. საბოლოოდ მნიშვნელოვანი მოძრაობა გამოდგა.
გატანა ყოველთვის სასიამოვნოა; თავდაჯერებულობისთვის კარგია. ახლა შაბათს გვაქვს მატჩი, რომელიც ჩვენი გულშემატკივრის წინაშე უნდა მოვიგოთ", - განაცდახა ბელგიელმა.
ინგლისის თასის ნახევარფინალში "იუნაიტედი" ფელაინის ყოფილ გუნდს, "ევერტონს" შეხვდება: "რვა წლის წინ "ევერტონში" ასპარეზობისას "იუნაიტედს" ნახევარფინალში შევხვდით და დავამარცხეთ, ამჯერად კი იმედი მაქვს, მეორე გამარჯვებულ მხარეს ვიქნები.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავს კლუბში რაღაც აუცილებლად უნდა მოიგო. ვფიქრობ, ამ სეზონში ყველას სურს ამის გაკეთება".