გუშინ, ინგლისის თასის მე-6 რაუნდის მატჩში "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. ვან გაალის გუნდმა მეტოქე 1-2 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი საგოლე მომენტი მანჩესტერელებმა შექმნეს, მე-17 წუთზე ლინგარდის გადაცემის შემდეგ ფელაინიმ მოახერხა კარში დარტყმა. 36-ე წუთზე რეშფორდის გადაცემის შემდეგ ლინგარდს შეეძლო გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.
54-ე წუთზე ვან გაალის გუნდმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, თავი "იუნაიტედის" ახალაგზრდა ფორვარდმა, მარკუს რეშფორმა გამოიჩინა, რომელმაც შანსი არ დაუტოვა მეკარეს. 67-ე წუთზე "იუნაიტედმა" სხვაობა 2-მდე გაზარდა, ამჯერად თავი ფელაინიმ გამოიჩინა. მასპინძლებმა 1 ბურთის გაქვითვა 79-ე წუთზე მოახერხეს, თუმცა ეს მატჩის გადასარჩენად საკამრისი არ აღმოჩნდა. ვან გაალის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ევერტონს" დაუპირისპირდება.
შემადგენლობები
მიმოხილვა
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი
მიმოხილვები, სრული მატჩები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.