ერთად გადავავლოთ თვალი თუ როგორ შეუშალა ლონდონურმა კლუბმა ,,იუნაიტედს'' ხელი ტიტულების მოპოვებაში
მოგეხსენებათ დღეს ,,იუნაიტედი'' ფედერაციის თასის განმეორებით შეხვედრაში ,,ბოლეინ გრაუნდზე'' ვესტ ჰემს დაუპირისპირდება. ლონდონურმა კლუბმა თავისი არსებობის მანძილზე ,,იუნაიტედი'' საკმაოდ ბევრჯერ გაამწარა. მოდი ერთად გადავავლოთ თვალი ამ მატჩებს და უკვე საღამოს ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ,,ჩაქუჩები'' მანჩესტერული კლუბის დამარცხებასა და ბოლო იმედის დასამარებას.
1995 წელი, ,,იუნაიტედმა'' ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგების შანსი დაკარგა. მანჩესტერელებს ,,ვესტ ჰემის'' დამარცხება და ,,ბლექბერნის'' ქულების დაკარგვა სჭირდებოდათ. ჯეიმი რედკნაპის დამატებით დროში გატანილმა ჯარიმამ ,,ლივერპულს'' ,,ბლექბერნთან'' შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა, თუმცა ,,აფთონ პარკზე'' მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას ,,წითელი ეშმაკები'' ელოდნენ. მარკ ჰიუზის გოლს ,,ვესტ ჰემიდან'' ბრაიან მაქლეირმა უპასუხა და საბოლოდ მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა. მატჩის გმირი ,,ჩაქუჩების'' მეკარე ლუდო მიკლოსკო იყო, რომელმაც ენდი კოულს საოცარი ბურთები აუღო და საბოლოოდ ,,იუნაიტედი'' ტიტულის გარეშე დატოვა. ,,წარმოდგენა არ მაქვს როგორ აიღო მან ეს ბურთები, უბრალოდ ეს არ იყო ,,იუნაიტედის'' დღე – განაცხადა ჰიუზმა.
1992 წელი, ,,ვესტ ჰემი'' ლიგიდან უკვე გავარდნილი იყო. ,,იუნაიტედი'' ,,აფთონ პარკს'' ეწვია, მათ ორი მატჩი ჰქონდათ სათამაშო, წინა ტურში ,,წითლებმა'' პირველი ადგილი ,,ნოტინგემ ფორესტთან'' მარცხის შედეგად დათმეს, მათ მოგება ესაჭიროებოდათ, რათა ,,ლიდსს'' ტიტულისთვის შეცილებოდნენ, მაგრამ ,,აფთონ პარკი'' აქაც უიღბლო ადგილი გამოდგა ,,იუნაიტედისთვის'', კენი ბრაუნის დარტყმა რიკოშეტის შედეგად კარის ბადეში აღმოჩნდა, ბოლო მატჩში ,,ლივერპულთან'' წაგებამ კი ქვეყნის ჩემპიონი ,,ლიდს იუნაიტედი'' გახადა.
1964 წელი, ფედერაციის თასი, ,,იუნაიტედის'' ვარსკვლავური შემადგენლობა, რომელშიც დენის ლოუ, ჯორჯ ბესტი და ბობი ჩარლტონი თამაშობდნენ, თასის მიღმა დარჩნენ, რონი ბოისმა ,,ჰილსბოროზე'' მანჩესტერს დუბლი შეუსრულა და ,,ვესტ ჰემი'' თასის ფინალში გაიყვანა.
2001 წელი, ფედერაციის თასის მეექვსე რაუნდი, 76–ე წუთზე იტალიელმა პაოლო დი კანიომ ფაბიან ბარტეზი და ,,ოლდ ტრაფფორდი'' დაადუმა, მიუხედავად იმისა რომ მატჩი ფერგიუსონის ბიჭებმა 4 თავდამსხმელით დაასრულეს, ,,ვესტ ჰემმა'' თავის გატანა და მეხუთე რაუნდში გასვლა მაინც მოახერხა.
2010 წელი, ლიგის თასის 1/8 ფინალური მატჩი, ,,აფთონ პარკის'' ბინადრებმა მანჩესტერული კლუბი 4–0 გაანადგურეს. მატჩში დუბლი ,,იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონათან სპექტორმა შეასრულა, მაშინ როცა დარჩენილი ორი ბურთი კარლტონ კოულმა გაიტანა.
1966 წელი, ,,იუნაიტედის'' საჩემპიონო ამბიციების დამსრულებელი კვლავ ,,ვესტ ჰემია''. ჯოფ ჰარტმა მოქმედ ჩემპიონებს დუბლი შეუსრულა.
2007 წელი, კარლოს ტევეზმა და მისმა თანაგუნდელებმა ,,იუნაიტედს'' განწყობა გაუფუჭეს, მანჩესტერელებს ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდათ, ,,ვესტ ჰემი'' კი ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. ტევეზმა ,,ოლდ ტრაფორდის'' ბინადრებს საჩემპიონო წვეულება ჩაუმწარა, თუმცა ,,ვესტ ჰემი'' ლიგაში დარჩა, ხოლო არგენტინელი კი სულ მალე ,,წითელი ეშმაკი'' გახდა.
რა იქნება დღეს ? ამას რამდენიმე საათში ვნახავთ, ,,იუნაიტედის'' სეზონი თითქმის დასრულებულია, მათთვის ფედერაციის თასი ბოლო შანსია, თუმცა ,,ვესტ ჰემს'' ყველა ის პირობაა აქვს იმისათვის, რომ ,,იუნაიტედი'' კიდევ ერთ ტიტულს გამოამშვიდობოს.
წყარო: Telegraph.co.uk