"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ენტონი მარსიალს იმედი აქვს, რომ მისი თანამემამულე და მეგობარი დიმიტრი პაიე თავის საუკეთესო შეხვედრას დღეს ვერ ჩაატარებს.
ორივე ფრანგმა მოახერხა ინგლისის თასის მე-6 რაუნდში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ მატჩში გოლის გატანა და სწორედ მათი გოლების შედეგად დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში 1-1.
მარსიალისა და პაიეს პირველი სანაკრებო პარტნიორობა მარტში შედგა, როცა დიმიტრიმ 30 იარდიდან რუსეთის ნაკრებს საჯარიმო დარტყმით გაუტანა.
"იუნაიტედის" ფრანგ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში თავის საუკეთესო ფორმაში იქნება, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვება შეუძლებელი აღმოჩნდება.
"პაიე მხოლოდ წელს მოვიდა პრემიერ ლიგაში, მაგრამ მის უნარებს მანამდეც ვიცნობდი, რასაც საფრანგეთის ჩემპიონატში აჩვენებდა და გარდა ამისა, ჩემი მეგობარია.
"ვესტ ჰემი" რთულად დასამარცხებელი გუნდია. თავდასხმაში მყოფ ფეხბურთელს ხშირად აწვდიან გრძელ გადაცემებს, ასე რომ, უნდა დავრწმუნდეთ, კარგად ვიცავთ თავს ამის წინააღმდეგ და შემდეგ დანარჩენ საქმეს ჩვენი ფორვარდები გააკეთებენ.
თუ კარგად ვითამაშებთ, არ არსებობს მიზეზი, რატომაც ვერ მოვიგებთ. დიდი მატჩი იქნება და როგორც ფეხბურთელები, ამისგან სიამოვნებას ვიღებთ- ასეთ მატჩებში თამაშისგან. ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისათვის, რომ ნახევარფინალში გავიდეთ", - განაცხადა მარსიალმა.