ანდერ ერერას მიაჩნია, რომ ინგლისის თასის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმატების მიღწევაში მხოლოდ გუნდური სულისკვეთების გამოვლენა დაეხმარება.
ესპანელი ნახევარმცველი სათასო ტურნირის დიდი თაყვანისმცემელია და ტიტულის მნიშვნელობას შესანიშნავად აცნობიერებს.
ნახევარფინალისტი "ევერტონის" მეტოქე, რომელიც "კანფეტებს" "უემბლიზე" დაუპირისპირდება, დღეს საღამოს გაირკვევა "ვესტ ჰემსა" და "იუნაიტედს" შორის მატჩში.
"ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ინგლისის თასი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. გასახდელში არ გვყავს ფეხბურთელი, ვისაც "იუნაიტედის" მაისურით ეს ტიტული მოგებული აქვს.
მაიკლ კერიკს ვესაუბრე და მითხრა, რომ მოგება და "უემბლიზე" მოხვედრა ძალიან სურს. ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თასის მოგება ფეხბურთლებისთვის და გულშემატკივრებისთვის.
პრემიერ ლიგაში ბალანსს აჩვენებ, მაგრამ თასზე მოსაგებად სულისკვეთება და მონდომებაა საჭირო. ინგლისის თასი დიდი ტურნირია, ძალიან ემოციური.
თუ "ვესტ ჰემს" დავამარცხებთ, "უემბლიზე" ვითამაშებთ, რომელიც ფანტასტიკური სტადიონია. იქ მოხვედრაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ და შანსიც გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, "ვესტ ჰემთან" გასვლაზე თამაში ადვილი არ არის", - განაცხადა ბასკმა.