13-04-2016, 12:00
ნანახია: 3097 ,
კომენტარები: 7
ბილიჩი: "არ მინდა, რუნიმ ითამაშოს"
სლავენ ბილიჩი "იუნაიტედის" კაპიტანს უფრთხის.
სლავენ ბილიჩმა უეინ რუნის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი უწოდა, რომელიც ოდესმე უნახავს და იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი ინგლისის თასის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ოთხშაბათს "იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" სტუმრად "ბოლეინ გრაუნდზე" დაუპირისპირდება და ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევს.
რუნი აპრილში "სანდერლენდთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვერ ახერხებს პირველ გუნდში თამაშს, თუმცა მოედანს ორშაბათს 21-წლამდელთა რიგებში დაუბრუნდა.
"უეინ რუნის მას შემდეგ ვგულშემატკივრობ, რაც "ევერტონის" მაისურით მოედანზე გამოჩნდა. ვერ ვისაუბრებ ჯიმი გრივსზე, ბობი ჩარლტონზე ან ბობი მურზე, მაგრამ ჩემს ეპოქაში რუნი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია. მირჩევნია, დღეს საღამოს არ ითამაშოს. 70, 100% ჯანმრთელობა, ვამჯობინებ, რუნიმ მატჩს ტელევიზორში უყუროს", - განაცხადა ბილიჩმა.
წყარო:
goal.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი -ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.