შეგახსენებთ, რომ ლონდონის "ჩელსი" ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს ვეტერან ფეხბურთელს ფრენკ ლამპარდს, რომელმაც ლონდონელებისათვის ბევრი რამ გააკეთა. ჯერჯერობით "ჩელსის" კუთვნილი 34 წლის ვეტერანი ნახევარმცველი შეიძლება ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდეს, რაც ძალზე საკვირველია ყველა ადამიანისათვის. როგორც the sun გვატყობინებს ლემპარდი შესაძლოა თავისუფალი აგენტის სახით მოგვევლინოს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ძალზედ ხელსაყრელია.