პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ყველაზე ცუდი გუნდი.
ცნობილმა გამოცემამ, goal.com-მა პრემიერ ლიგის 33-ე ტურის მატჩების ჩატარების შემდეგ კვირის ყველაზე ცუდი გუნდი შეადგინა.
შემადგენლობაში 6 სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელები მოხვდნენ და მათ შორის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები ჰყავთ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსის". ორი ფეხბურთელი მოხვდა "სანდერლენდიდან", თითო კი "მანჩესტერ სიტიდან", "სტოკ სიტიდან" და "არსენალიდან".
დასახელებულ გუნდთა შორის გამარჯვება მხოლოდ "ქალაქელებმა" მოიპოვეს.
კვირის ყველაზე ცუდი გუნდი:
მეკარე: დავიდ ოსპინა ("არსენალი")
მცველები: დეანდრე იედლინი ("სანდერლენდი"), მეტ მიასგა ("ჩელსი"), ჯეკ როდუელი ("სანდერელნდი"),
მარკოს როხო ("მანჩესტერ იუნაიტედი")ნახევარმცველები: ოსკარი ("ჩელსი"),
ჯესი ლინგარდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ირაჰიმ აფელაი ("სტოკ სიტი")
თავდამსხმელები: უილფრიდ ბონი ("მანჩესტერ სიტი"),
ეშლი იანგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), პედრო ("ჩელსი").