თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3097,
კომენტარები: 7
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალი "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ.
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალი შიშობს, რომ "ვესტ ჰემის" ფორვარდს, ენდი კეროლს "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვისთვის ინგლისის თასის მეოთხედფინალში ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.

ჰოლანდიელმა მწვრთნელმა "ტოტენჰემთან" მატჩში ტობი ალდერვეირელდის მიერ გატანილი გოლი "იუნაიტედის" დაცვის კომუნიკაციის ნაკლებობას დააბრალა, მისმა გუნდმა კი მიმდინარე სეზონში ჩრდილოეთ ლონდონში მეორედ განიცადა გამანადგურებელი მარცხი ანგარიშით 3-0.

"წითლებმა" სამივე გოლი მეორე ტაიმის ექვსწუთიან მონაკვეთში გაუშვეს. ვან გაალი კი უფრთხის კეროლს, რომელმაც იმავე რაოდენობის გოლი "არსენალთან" რვა წუთში გაიტანა.

"ენდი კეროლის შოუ ვნახე", განაცხადა ვან გაალმა "უაით ჰარტ ლეინის" პრეს-ოთახში. "და დღეს ჩვენი პრობლემა ცენტრალური მცველების კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

იმედი მაქვს, ჩვენ კომუნიკაციას გავაუმჯობესებთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ტიტულის მოსაგებად უკანასკნელი შანსი გვაქვს, რაც ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელისა და გულშემატკივართათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ვესტ ჰემთან" შედარებით, ძალების აღსადგენად ერთი დღით ნაკლები გვაქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მაგრამ "არსენალისა" და "სიტის" წინააღმდეგ დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად ნაკლები დღეებისა, მათი დამარცხება შევძელით. ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ძალებს კარგად აღვიდგენთ, თუმცა კი ყველამ იცის, რომ ეს უკანასკნელი შანსია".


ვან გაალი ფიქრობს, რომ კეროლი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელზეც "იუნაიტედმა" ყურადღება უნდა გაამახვილოს.

"მას განსაკუთრებული უნარები აქვს, რაც თამაშში დაამტკიცა. "არსენალის" წინააღმდეგ იყო, რომელსაც დიდებული ცენტრალური მცველები ჰყავს, ასე რომ, არა მარტო ენდი კეროლს, არამედ სხვა ფეხბურთელებსაც უნდა გავუმკლავდეთ. მათ ჰყავთ ასეთი მოთამაშე, რომელსაც პაიე ჰქვია. ასევე ლანცინი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლია.

დღეს ჰარი კეინს უნდა გავმკლავებოდით, მაგრამ ასევე ლამელასა და ერიქსენსაც, ასეთი დონის ფეხბურთელებთან გამკლავება კი ყოველთვის რთულია.


"დეზებთან" განცდილმა მარცხმა ლუი ვან გაალი და მისი ფეხბურთელები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა და თუ "აპტონ პარკზე" "ვესტ ჰემის" დამარცხებას ვერ შეძლებენ, ეს მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

"ამ ზეწოლას უნდა გავუმკლავდეთ. ისინი ყოველთვის ახერხებდნენ და იციან, რომ თასზე ყოველი მატჩი მოსაგებია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტურნირს გამოეთიშები.

იგივე პრობლემა "ვესტ ჰემსაც" აქვს, ამიტომ ზეწოლა როლს არ თამაშობს".


წყარო: M.E.N.
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: Iunaitedi
12 აპრილი 2016 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
2017 წლისთვის ამის საუბრებს წლის კურიოზებში მინიმუმ სამეულში მოვახვედრებდი foreveralonehappy
0
№2
ავტორი: Lee Sharpe
12 აპრილი 2016 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არ მჯერა რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ და საერთოდაც ვერც ლიგის ოთხეულში შევალთ. შემდეგ სეზონში იმედია მაღალი დონის მწვრთნელს მოიყვანენ და ჭკვიანურ ტრანსფერებს გააკეთებენ manunited
0
№3
ავტორი: Memphis_Depay
12 აპრილი 2016 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ევროპის ლიგაზე მაინც გავიდეთ,თორემ ევროპაში ქულები გვაკლდება და ცუდია ეგ ... ამ თასის მოგების საშუალება გვაქვს,მაგრამ მირჩევნია მე-5 ადგილზე გავიდეთ და ასე მოვხვდეთ ევროპა ლიგაზე ვიდრე თასით ... რადგან ტიტულის მოგება ვან გაალის დარჩენის შანსს ზრდის ... უტიტულო სეზონი მირჩევნია ვან გაალის დარჩენას ... wink
0
№4
ავტორი: shotkin
12 აპრილი 2016 16:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არსენალს რო დიდებული მცველები ყავს თან ცენტრალური მანდ მოგი *** კარგის ცენზურა გამიხადა თან ქეროლი მესი და ნეიმარი ყველაპერს აზვიადებს და ართულებს ეს ჩემისა არ გეყიოდა როხო და გეყიდა ვინმე კაი და არ იწუწუნებდი ეხლა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 აპრილი 2016 17:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კომუნიკაცია არა ჩარბენები გააუმჯობესე
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 აპრილი 2016 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მეტი ჩარბენები ვან გაალ მეტი და კეროლს კი არა მესისაც გავაჩერებთ შე კაცო რა იყო areyoukiddingme
0
№7
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2016 09:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაინცდამაინც თუ თავზე ჩაუწოდებენ ეგაა, თორემ ისე არაფერს წარმოადგენდა და ახლაც არ წარმოადგენს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top