"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ 21-წლამდელთა გუნდის რიგებში ერთი საათი გაატარა მოედანზე, ხოლო ფილ ჯონსმა სრული მატჩი ჩაატარა.
"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილმა 6,132 მაყურებელმა უორენ ჯოისის გუნდის გამარჯვება იხილა, რაც იმას ნიშნავს, რომ "წითლების" ახალგაზრდულ გუნდს მხოლოდ ორი ქულის აღება სჭირდება დარჩენილ სამ გამოტოვებულ მატჩში ჩემპიონობის მოსაპოვებლად.
პედი მაკნეირის მიერ შეხვედრის 67-ე წუთზე გატანილი გოლით "იუნაიტედი" "სანდერლენდს", რომელმაც თავისი მატჩი "ტოტენჰემთან" 3-1 წააგო, ერთქულიან ჩამორჩენამდე მიუახლოვდა. "სანდერლენდელი" ახალგაზრდებისთვის სეზონი უკვე დასრულებულია, მაგრამ "წითლებს" კიდევ სამი მატჩი აქვთ ჩასატარები.