სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, მინდა პატარა ვიქტორინა მოვაწყო. გამოიცანით, ვის ეკუთვნის ქემოთ მოყვანილი სითბური რუკები და რომელი მათგანია ცენტრფორვარდი.
ვარიანტი 1:
ვარიანტი 2:
ვარიანტი 3:
პასუხები განხილვის ბოლოს.
მიმოხილვა
ლუი ვან გაალმა "ევერტონთან" მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. მატეო დარმიანის ნაცვლად დაცვის მარჯვენა ფლანგზე ტიმოთი ფოსუ-მენსა გამოვიდა, რომელმაც "კანფეტებთან" მატჩში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.
მატჩის მიმოხილვა:
1-ლი ტაიმი
პირველ ტაიმში თამაშის ხასიათი შესანიშნავად ერგება აღწერას "არეული". გუნდები მონაცვლეობით ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ სერიოზული მომენტის შექმნა მხოლოდ "ტოტენჰემმა" მოახერხა 25-ე წუთის შემდეგ მონაკვეთში.
დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჩაფლავება და დე ხეას არადამაჯერებელი მოქმედება თითქმის გოლში გადაიზარდა- ხანძარი ფოსუ-მენსამ ჩააქრო, რომელიც დროულად ჩაუვარდა მეტოქეს ფეხებში. ბურთი მაიკლ კერიკთან მივიდა, მაგრამ მაშინვე წაართვა "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა, რასაც უფრო სახიფათო დარტყმა მოჰყვა ერიკ ლამელას მხრიდან. "იუნაიტედს" აპატიეს.
მეორე ეპიზოდი ბურთის მოულოდნელად დაკარგვის შედეგია. ბურთის ამოტანის შემდეგ ფოსუ-მენსა რატომღაც ცენტრში დარჩა, ხოლო ხუან მატა კონტრშეტევაზე გარბოდა და უბრალოდ ვერ მოასწრებდა დაბრუნებას, რათა ლამელა დაეფარა.
***
რამდენიმე წუთში ჩავარდნა საწინააღმდეგო ფლანგზე შედგა, უოკერმა მარტივად მოატყუა როხო და საჯარიმოში შეიჭრა. მაშველის როლში კვლავ ტიმოთი ფოსუ-მენსა მოგვევლინა, რომელმაც დროულად განახორციელა ვარდნა.
***
შეტევაში "იუნაიტედს" არაფერი შეუქმნია, ჩვეულებრივ მარცხენა ფლანგს ეყრდნობოდა და ენტონი მარსიალის ინდივიდუალური ოსტატობის იმედად იყო.
ამასთან, შესამჩნევი იყო, რომ "დეზებს" არც ისე ანაღვლებდათ, ხუან მატას ხშირად ტოვებდნენ მოსახერხებელ პოზიციაზე სრულიად მარტო, ბურთი ხომ მასთან მაინც არ მიდიოდა.
აი, რამდენიმე ეპიზოდი, როცა მარკო როხო დაუჯერებელ დაბალ ჩაწოდებებს ახორციელებს მცველებში, ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალ ზონაში მიეცა პასი.
ამ მომენტში საჯარიმოს ცენტრში პასის გაკეთება იყო საჭირო, სადაც მატას კარში დარტყმა ან მორგანისთვის ბურთის გატარება შეეძლო.
მომდევნო მომენტში როხო კვლავ უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს, როცა ბურთს შეტევის გამწვავებაზე გზავნის, სადაც მარსიალი და რეშფორდი არც კი მისულიყვნენ, ამასთან ერთად, საპირისპირო ფლანგი ცარიელია და მეორე ტემპის ფეხბურთელები ლინგარდისა და მატას სახით წინ დიდ სივრცეს ფლობენ.
ასეთივე სურათი შეიმჩნეოდა "ევერტონთან" გასულ მატჩში- მატას ჩარბენებს ფლანგზე იშვიათად ამჩნევს გუნდი და მეტწილად უქმად სრულდება. ერთადერთი, როცა მორგანმა დააჯილდოვა მატა გრძელი გადაცემით, "კანფეტების" კარში გატანილი გოლით დასრულდა.
ამგვარად, მარჯვენა ფლანგის უნიათობა არა მარტო იქ განლაგებულ ფეხბურთელთა სისუსტით, არამედ მოედნის ამ ნაწილში შეტევის განვითარების უსურველობით/უუნარობითაც არის გამოწვეული.
მე-2 ტაიმი
შესვენებაზე ცენტრალური მცველი მარკუს რეშფორდი შეცვალეს. და თუ მარკუსის სტატისტიკას გადავხედავთ, მისი შეცვლა ლოგიკურია: სამი წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა, არცერთი წარმატებული დრიბლინდი, პასების მხოლოდ 50% სიზუსტე.
იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება მეორე ტაიმი პირველისგან, სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს.
თუ პირველ ტაიმში თამაში თანაბარი და არასანახაობრივი იყო ორივე კარში დარტყმული ბურთების თანაბარი რაოდენობით,
მეორეში "დეზებმა" საქმეს მოჰკიდეს ხელი.
და თუ მოედანზე ფოსუ-მენსას ყოფნისას "იუნაიტედი" მოწინააღმდეგის შეტევას როგორღაც უმკლავდებოდა, მატეო დარმიანის შემოსვლის შემდეგ უცებ გავიდა გოლი.
ტიმოთის შეცვლასა და გაშვებულ გოლს შორის ორ წუთზე ნაკლები გავიდა.
გამოირჩა მთელი დაცვა: კერიკიდან და სმოლინგიდან, რომელთაც ბურთისთვის ბრძოლაში გაურკვეველი ხელის კვრები მოაწყვეს, მატეო დარმიანამდე - რომელიც ვალდებული იყო, შემტევ ფეხბურთელთან ახლოს ყოფილიყო - ერიქსენის წინააღმდეგ თავისი უნიათო თამაშით.
... და ფეხბურთელის დაკარგვა დეილი ბლინდის მიერ, რომელმაც უბრალოდ ვერ მიუსწრო შემტევს.
მეორე გოლი გახდა ჯარიმის შედეგი, რომელიც დარმიანმა ყვითელ ბარათთან ერთად გამოიმუშავა ჰარი კეინზე უხეშად თამაშის შედეგად. ლამელას ჩაწოდებულის შემდეგ ტობი ალდერვეირელდმა ვერც კი შეამჩნია როხოსგან წინააღმდეგობა და ბურთი კარში გადაგზავნა.
კიდევ ერთი წუთის შემდეგ ანგარიში უფრო გაიზარდა. აგუეროსა და ლუკაკუს წინააღმდეგ შესანიშნავად ასპარეზობის შემდეგ დეილი ბლინდი ერიკ ლამელას ვერ გაუმკლავდა. სწორედ ამ ფეხბურთელმა დაასწრო დეილის მესამე გოლის დროს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
თამაში დასრულებული იყო.
დასკვნები
სადაც ვიწროა, იქ წყდება. "სიტისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო მატჩებში "იუნაიტედმა" "ვიწროზე" გაიმარჯვა. სავსებით შესაძლებელი იყო, ასეთი რამ გუშინდელ მატჩშიც მომხდარიყო, ენტონი მარსიალს რომ გამოეყენებინა მომენტი, რომელიც თვითონვე შექმნა.
სამწუხაროდ, ფანტასტიკური გარღვევა მეკარეზე უშედეგო გარტყმით დასრულდა.
"იუნაიტედს" შეეძლო გატანა და მატჩის ბოლომდე გაძლება, მორიგი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მომენტი გამოყენებული არ იქნა და თვალის დახამხამებაში ყველაფერი ერთი მცველის შეცვლის შემდეგ დაიმსხვრა- აი ამჟამინდელი გუნდის საუკეთესო დახასიათება. გუნდი იღბლისა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბალანსირებს. "იუნაიტედი" "იქნებზე" თამაშობს- იქნებ დღეს გავიტანოთ, იქნებ არ გაუშვათ.
გადახედეთ მთელი გუნდის პასების სურათს:
აქ საუბარიც კი არ ღირს მოწინააღმდეგის საჯარიმოში ზუსტ გადაცემებზე.
და თავდამსხმელების შესახებ დასმულ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ნათელია, რომ ცენტრფორვარდი ნომერ 2 ვარიანტში იმალება და ეს ჰარი კეინია. მარკუს რეშფორდი (ვარიანტი 1) და ეშლი იანგი (ვარიანტი 3) თავდამსხმელს არ ჰგვანან არც სტატისტიკით, არც ნაჩვენები თამაშით, არც იმით, როგორ თამაშობს მათზე გუნდი.
თუ "ევერტონთან" მატჩში შესამჩნევი იყო აზრი შეტევაში, სათამაშო გეგმა, "ტოტენჰემთან" მხოლოდ კითხვები დარჩა. გაურკვეველია, რატომ გაკეთდა აქცენტი შეტევის მარცხენა ფლანგზე მატას ასე დაბლა დაწევით. დაცვითი მოქმედებების გამო? მაშინ არ ღირდა ლინგარდის ან კერიკის ჩანაცვლება უფრო მოძრავი ერერათი? თუ ლუის სისწრაფისა და ჩარბენების ხილვა სურს, უმჯობესი არ არის იანგის ნაცვლად მემფისის გამოყვანა? და მთავარი კითხვა: ფოსუ-მენსა თუ დაშავდება, დავიჯერო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ამჟამად მატეო დარმიანი უკეთესი ვარინტია, ვიდრე ანტონიო ვალენსია?
დაბოლოს, შეკითხვა მკითხველს, რას ფიქრობთ დეპაის საქციელზე, რომელმაც ჩხუბი ატეხა? ეს სასოწარკვეთის აქტია თუ ვითარების გამოსწორების ჭარბი სურვილი?
მზის სხივი...
ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.