"მანჩესტერ იუნაიტედი" კვირას "ტოტენჰემმა" 3-0 დაამარცხა - მეორე ტაიმის ექვს წუთში გაშვებული სამი გოლით - და ლუი ვან გაალი შედეგით იმედგაცრუებულია. მატჩის შემდეგ ვან გაალმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ასეთ შედეგს წარმოიდგენდით შესვენებაზე, როცა ანგარიში 0-0 იყო?
"არა, პირველ გოლამდე როგორც მინიმუმ ერთნაირ დონეზე ვთამაშობდით და ჩვენ უკეთესი შანსი გვქონდა მარსიალის მომენტში. ეს დიდი შანსი იყო, დიდი სივრცით და მას ბევრი დროც ჰქონდა, მაგრამ გოლი კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ვერ გაიტანა და მერე რაც მოხდა, თქვენც იცით. ხუთ წუთში მატჩს გამოგვთიშეს."
პირველი გოლის გაშვების შემდეგ "იუნაიტედის" დაცვას გონს მოსვლა გაუჭირდა?
"გონებას ვერ ასუფთავებ და ეს დიდ გავლენას ახდენს, რადგან მეორე გოლის დროს სტანდარტული მდგომარეობისას ჩვენმა საუკეთესო თავით მოთამაშე ფეხბურთელმა (კრის სმოლინგი), ან ერთ-ერთმა საუკეთესომ თავისი დუელი წააგო, ალდერვეირელდმა კი ფანტასტიკურად გაიტანა. მაგრამ ეს ხდება და არ უნდა ხდებოდეს. მასაც ეს ვუთხარი."
რა ჩანაფიქრი გქონდათ ეშლი იანგის თავდასხმაში დაყენებით?
"ზურგს უკან უფრო მეტი ჩარბენები მინდოდა, რადგან პირველ ტაიმში შეტევითი პოტენციალი არ გვქონდა და ეს არის მიზეზი."
რამდენად დიდი დარტყმაა ეს ოთხეულისთვის ბრძოლაში?
"ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება წააგოს ნებისმიერთან, ასე რომ, ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, როცა მატჩს აგებ, ჩამორჩენის ხელახლა აღმოფხვრა გიწევს, რაც რთულია."
დამარცხების მანერა უდიდესი იმედგაცრუება იყო?
"ასე ვფიქრობ, რადგან, ჩემი აზრით, "ტოტენჰემი" დიდებული გუნდია და ეს მატჩის წინაც ვთქვი. მაგრამ პირველ გოლამდე კარგი გუნდი ვიყავით, რომელიც კარგად თამაშობდა "ტოტენჰემში" და საგოლე მომენტიც გვქონდა, ასე რომ, ვერ იტყვი, რომ მანერა, რომლითაც დავმარცხდით... დიახ, 3-0 მეტად უარყოფითი შედეგია, მაგრამ პირველ გოლამდე რასაც ვთამაშობდით, კარგი იყო."