"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" მიღწეულმა "მანჩესტერ სიტის" შედეგმა გაახარა.
"ქალაქელები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და "წითელ ეშმაკებს" 4 ქულით უსწრებენ. ამ ვითარებაში კი ჰოლანდიელი სპეციალისტი კმაყოფილია, რომ "სიტიმ" ისტორიაში პირველად გააღწია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და შანსი აქვს, ნახევარფინალშიც მოხვდეს.
"ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ "სიტიმ" 2-2 ითამაშა, ძალიან კარგი შედეგია. ჯერ კიდევ ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე და ეს ნიშნავს, რომ ბევრი მატჩი აქვთ.
მეტ-ნაკლებად ჩვენნაირი განრიგი აქვთ, რადგან ჩვენ ინგლისის თასზე ვთამაშობთ, ასე რომ, ეს დიდი ზეწოლაა. ჩვენთვის უკეთესია, რომ ჩემპიონთა ლიგის ზეწოლა აქვთ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.