ანდერ ერერას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატებული შედეგი დიდი გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას ჰმატებს.
"წითლები" დღეს "უაით ჰარტ ლეინზე" მეორე ადგილზე მყოფ "ტოტენჰემს" ეწვევიან და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.
ერერამ აღნიშნა, რომ მოხიბლულია კონკურენტთა თამაშითა და არა მარტო დელე ალისა და ერიკ დაიერის მოქმედებებით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" მეტოქის დამარცხების ძალა შესწევს. "ვფიქრობ, ტოპ-გუნდების წინააღმდეგ უკეთესად ვთამაშობთ და მაქსიმუმს ვიღებთ, "დეზები" კი სწორედ ასეთი გუნდია.
"ტოტენჰემი" და "ლესტერი" ერთადერთნი არიან, რომლებიც ამ სეზონში თანმიმდევრულად თამაშობენ. "ლივერპულის" წინააღმდეგ "დეზების" თამაშს ვუყურე, მთელ მატჩს აკონტროლებდნენ და მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშეს, მოგებაც შეეძლოთ.
ჯერ კიდევ იბრძვიან ტიტულისთვის და პატივი უნდა ვცეთ მათ, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.
ვფიქრობ, პრემიერ ლიგამ რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა ამ სეზონში და დელე ალი ერთ-ერთი მათგანია. არც დაიერის ისეთ კარგ თამაშს ველოდი, როგორც თამაშობს.
ალი არის ფეხბურთელი, რომელსაც არ სჭირდება ბურთთან ხშირი შეხება. ის მომენტს ელოდება და საჯარიმოში დროს სწორად არჩევს. გააქვს გოლები და ხშირად იძლევა საგოლე გადაცემებს. კარგი ფეხბურთელების წინააღმდეგ თავდაცვის საუკეთესო საშუალება ბურთის წართმევაა.
ამის უნარი გვაქვს, ძალიან კარგი გუნდების წინააღმდეგ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს- ბურთის ფლობაში შეგვიძლია მათი დამარცხება. ეს საუკეთესო საშუალებაა.
უკეთესად ვითამაშეთ "არსენალის", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ, - განაცხადა ერერამ.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.