"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლა გამორიცხული არ არის, მაგრამ ფორვარდის ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
შვედი ფორვარდი "პარი სენ-ჟერმნეთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და ჯერჯერობით უცნობია, სად განაგრძობს კარიერას.
ვან გაალი პრესკონფერენციაზე იბრაჰიმოვიჩის შესაძლო შეძენის შესახებ შეკითვას პასუხობს: "ვფიქრობ, დაუჯერებელია რასაც ის აკეთებს. "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მისი თამაში ვნახე და დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან მინიმუმ ორჯერ უნდა გაეტანა.
"პარი სენ-ჟერმენი" არის ზლატანი და ეს ფანტასტიკურია. როცა ჩემისთანა მწვრთნელი, რომელიც გუნდურობის მომხრეა, ამას ამბობს, მისთვის დიდი კომპლიმენტია.
წინასწარ ვერაფერს იტყვი. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. უკვე 34 წლისაა".