თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2016, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 4
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის პრესკონფერენცია.
ვან გაალი მატჩის წინ
საღამო მშვიდობისა, ლუი. მაინტერესებს, თქვენი კაპიტანი როგორ არის? არის შანსი, რომ ამ კვირის ბოლოს ითამაშოს? თუ "21-წლამდელთა გეგმას" დაეყრდნობით?

კვირის ბოლო უკვე დადგა, ასე რომ...

პირველ გუნდში ითამაშებს? თუ ახალგაზრდულში?

არა, ახალგაზრდებში ითამაშებს. ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენთან ერთად ორჯერ ივარჯიშა- მხოლოდ ორჯერ, ეს ცოტაა. 21-წლამდელებში უნდა აღიდგინოს ფორმა.

ამ ფეხბურთელების დაბრუნება სამუშაოს გირთულებთ?

ეს... არა. დავალებას მიმარტივებს, რადგანაც უკეთესად შემიძლია ფეხბურთელების არჩევა. რთულდება ჩემი ფეხბურთელების ცხოვრება, რადგან იყო დრო, როცა არჩევანი არ მქონდა. მხოლოდ ჯანმრთელებს ვიყენებდი. ახლა, ჩემი ახალგაზრდებით, რომელთაც დაამტკიცეს, რომ თამაში შეუძლიათ, ყოველი იმ ფეხბურთელით, რომლებიც ბრუნდებიან- უნდა ავირჩიო. უფრო დიდი შემადგენლობა მყავს. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი: "თქვენს კოლეგებს უნდა დაეხმაროთ, როცა მათ შემადგენლობაში არ აყენებენ". რადგან ახლა ბევრს არ აირჩევენ სათამაშოდ, მათ კი სკამზე ჯდომა მოუწევთ.

ამ კვირაში თქვენს სამშობლოში ხმები დაირხა, რომ ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციაში ფუნქციონერად მუშაობაზე უარი განაცხადეთ. ეს ასეა, ლუი? სიმართლეა?

ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მსურს, რადგან ჩემი და ფედერაციის განხილვის საგანი ჩემსა და ფედერაციას შორის რჩება. ასევე არ ვუპასუხებ ჩემი და "მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორთა საბჭოს შორის შემდგარ საუბარზე დასმულ შეკითხვებს.

ლუი, "ტოტენჰემთან" მატჩის წინ: თქვენი აზრით, როგორი სამსახური გასწია მაურისიო პოჩეტინოთ გუნდის ჩემპიონობისათვის ბრძოლაში?

ვფიქრობ, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ეს შარშანაც ვთქვი. ჩემი აზრით, მან ამ შემადგენლობით, ცალკეული ფეხბურთელებით გუნდი შექმნა. შეტევაში აქტიურად მიმართავენ პრესინგს, კარგად თამაშობენ პოზიციურ ფეხბურთს და გააქვთ გოლები. ბევრი გოლი. და თანაც ბევრი "მშრალი" მატჩი აქვთ. ასე რომ, ეს ძალიან კარგი გუნდია ორგანიზაციის მხრივ. ვფიქრობ, მაურისიო პოჩეტინო ამის გამო უნდა შევაქოთ.

ტოპ-შვიდეულის გუნდებთან თქვენი სტატისტიკა თავდაჯერებულობას გმატებთ? ტოპ-შვიდეულის გუნდებთან მხოლოდ ერთხელ დამარცხდით...

დიახ, მაგრამ ჩემი სტატისტიკა არც ისე საინტერესოა. საინტერესონი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ამ მატჩში ამ მომენტში უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვალდებულნი ვართ ერთქულიანი ჩამორჩენა შევამციროთ. უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენი კონკურენტების შედეგებზეც ვართ დამოკიდებულნი. მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ. ასე რომ, ყოველ კვირაში უნდა ვთქვა: ვალდებული ვართ, გავიმარჯვოთ. და ჩვენზე ზეწოლა ხდება.

ლუი, თქვენი აზრით, "ტოტენჰემს" რა შანსები აქვს ჩემპიონობისათვის? თქვენ ერთი ქულა უნდა აღმოფხვრათ, მათ- შვიდი, შეიძლება ათიც კვირის ბოლოს... რას ფიქრობთ?

დიახ, სასურველია, რა თქმა უნდა, ათი, რადგან უნდა მოვიგოთ. ვალდებული ვართ მოვიგოთ, ამიტომაც მოვიგებთ. (იცინის). არა, ასე ადვილი არ არის. ეს ძალიან რთულია. ახლა "ტოტენჰემზეც" ხდება ზეწოლა. მათ "ლესტერთან" ჩამორჩენა უნდა შეამცირონ. ასე რომ, მათაც მეტ-ნაკლებად მსგავსი ვითარება აქვთ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედს" ამჟამად. და ვფიქრობ, ჯერჯერობით "ლესტერი" კარგ მდგომარეობაშია.

ლუი, თქვენი სტატისტიკის - ერთი წაგება ტოპ-შვიდეულის გუნდებთან ჩატარებულ 9 მატჩში, მეტი ქულა, ვიდრე ნებისმიერ სხვას - გათვალისწინებით, რატომ თამაშობთ უკეთესად ძლიერ გუნდებთან? ცხრილის სხვა ნაწილის გუნდებთან რამის გაუმჯობესება შეგიძლიათ?

დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან ჭკვიანური შეკითხვაა, რადგან ბევრჯერ ვთქვი: კრეატიული ფეხბურთელები გვჭირდება. უფრო სწრაფი ფეხბურთელები. ფეხბურთელები, რომლებიც სწრაფად ფიქრობენ, რადგან ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები ძირითადად ავტობუსს აყენებენ, როგორც ამას ინგლისელები იტყოდნენ. დიახ. და ეს უფრო რთულია. ტოპ-გუნდებს ჩვენთან თამაში სურთ და ჩვენც გვსურს. ამაშია სხვაობა. ჩემი ანალიზი ასეთია.

რა გააკეთა "ლესტერმა" ამ სეზონში ისეთი, რაც თქვენ და სხვა გუნდებმა ვერ შეძლეს? რა დაეხმარა მათ იმ ადგილის დაკავებაში, სადაც ახლა იმყოფებიან?

"ლესტერი" ყოველთვის ერთნაირად თამაშობს. ორგანიზებულად მოქმედებენ დაცვაში, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობენ კონტრშეტევებით. ვფიქრობ, ამის გაკეთება ყოველთვის უფრო ადვილია, მაგრამ "ლესტერისგან" ყველა ამას ელის. თუმცა ისინი შესანიშნავად აკეთებენ. მე მომწონს, როგორ თამაშობენ რადგან გუნდურად მოქმედებენ. ფეხბურთელებზე დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ჩანს - როგორ აკეთებენ. მათ შეხვედრებში ბევრი ენერგია იხარჯება. რა თქმა უნდა, ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც ამგვარ სტილს ერგებიან, მაგრამ მოგვიანებით თქმა უფრო ადვილია. ასეთი რამ მანამდე უნდა ნახო, რომ გუნდი შექმნა. და ვფიქრობ, რანიერიმ ან ადამიანმა, რომელმაც ფეხბურთელები შეარჩია, შესანიშნავი სამუშაო გასწია.

პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 აპრილი 2016 10:38
  • სიახლეები: 6998
  • კომენტარები: 8684
პერეირა უკვე შეგიძლია, თამამად გადაიყვანო რეზერვებში. ტრავმების ფონზე არ ეძლეოდა შანსი და ახლა მით უმეტეს არ მისცემს. საინტერესოა დეპაის ბედიც, თუმცა ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად იგივე მდგომარეობაა. ფეხბურთელები დაბრუნების პროცესში არიან, მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულად სრულყოფილად. მე იანგს უფრო მეტად ველოდები, ვიდრე ჯონსს, შოუს და სხვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აპრილი 2016 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ის , რომ შვიდეულის გუნდებთან კარგი შედეგი გვაქვს კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ რათ გინდა, "ნორვიჩებთან" და "სოუნსებთან" გვაქ წაგებული. სტაბილურები, რომ ვიყოთ დღეს გაცილებით უკეთესს მდგომარეობაში ვიქნებოდით, ვიდრე ეხლა ვართ.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2016 12:52
  • სიახლეები: 1546
  • კომენტარები: 12134
ლესტერი იმიტომ თამაშობს ეგრე რპომ მწვრთნელის ხელი ეტყობა ამათგან განსხვავებით, უფრო სწორედ ამათაც ეტყობათ, მარა დედა მოუ**** ყველას
0
№4
ავტორი: Memphis_Depay
9 აპრილი 2016 17:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
დროზე წავიდეს თორემ მაღიზიანებს ასეთების კითხვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
არსენალი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი
არსენალი30 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top