"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის 33-ე ტურში "ტოტენჰემს" შეხვდება და "მანჩესტერ სიტისთან" ერთქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება.
ლუი ვან გაალმა მატჩის წინ მეტოქე გუნდზე და მის ფეხბურთელებზე ისაუბრა. ჰოლანდიელი აცნობიერებს, რომ "დეზებისთვის" ჰარი კეინი ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მისმა გუნდმა მხოლოდ ამას არ უნდა მიაქციოს ყურადღება.
"არ მახსენდება, რომ კეინს ჩვენთან გაეტანოს. ამას რომ ვამბობ, მას ვიწვევ, ასე რომ, ჭკვიანური საქციელი არ არის. მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ არასდროს ვიცავთ თავს. ჩვენ გუნდურად ვიცავთ თავს და ვიცავთ "ტოტენჰემის" შეტევისგან.
მათი ანალიზირება მოვახდინეთ. რა თქმა უნდა, კეინი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერიქსენიც მნიშვნელოვანია და დელე ალიც.
მე ლორისით დავიწყებდი, რადგან სტანდარტულებს ძალიან სწრაფად ათამაშებს და ალდერვეირელდსაც კარგი პასი აქვს, ასე რომ, მთლიან გუნდს უნდა გავუმკლავდეთ და არა ჰარი კეინს", - განაცხადა ვან გაალმა.