ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ უეინ რუნი ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კეინსა და ჯეიმი ვარდის უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებლები აქვთ.
"ტოტენჰემისა" და "ლესტერის" ვარსკვლავები პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას 22 და 19 გატანილი გოლით ლიდერობენ შესაბამისად, უეინმა კი 2014 წლის დეკემბრის შემდეგ მხოლოდ 11-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
თუმცა ვან გაალი აღიარებს, რომ 30 წლის ფორვარდი ინგლისის საუკეთესო ცენტრფორვარდად რჩება.
"ეს ყოველთვის მათ ფორმაზეა დამოკიდებული, რადგან ყველას აქვს ტენდენციები. ყოველთვის ასეა. უეინი კი ყველაზე მეტად არის ამასთან ახლოს. ჩვეულებრივ, ის საუკეთესოა, მაგრამ ჰარი კეინი, რამდენი გოლი გაიტანა მან? ესეც ითვლება თავდამსხმელისთვის და რუნისთვისაც ასევე.
ასე რომ, ეს დამოკიდებულია შენს გუნდზე, მის თამაშზე, ამიტომაც ვერ იტყვი ასე მარტივად. თუმცა, როცა რუნის რეკორდს შეხედავ, რწმუნდები, რომ ის საუკეთესოა", - განაცხადა ვან გაალმა.