"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ საწვრთნელო საქმიანობის დაწყება სურს.
"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას ვიდიჩმა ინტერვიუ მისცა: "ისე არ მომხდარა, რომ უცებ მომინდა და ვთქვი, ფეხბურთს აღარ ვითამაშებ-მეთქი. ყველაფერი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის ბრალი იყო, რომლებიც ბოლო წლებში მივიღე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "იუნაიტედი" დავტოვე, რადგანაც ისე ვეღარ ვთამაშობდი, როგორც მსურდა მეთამაშა ჩემპიონატში, სადაც მრავალი წელი გავატარე.
გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან ფეხბურთს მთელი ცხოვრება ვთამაშობდი და ჯერ მხოლოდ 34 წლის ვარ, მაგრამ ზურგი ვეღარ სწევდა სამუშაოს.
ახლა ჩემს ზურგს მხოლოდ სკამზე მიყრდნობა შეუძლია! მწვრთნელობა მინდა. რამდენიმე წლით ადრე ამისთვის მზადება დავიწყე. კარგ მწვრთნელებთან ვივლი და ვისწავლი, რათა რამდენიმე წელიწადში მაქსიმუმს მივაღწიო, მერე კლუბს ვიპოვი და სამწვრთნელო კარიერას დავიწყებ".