მატეო დარმიანს სურს, "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდხანს ითამაშოს, რადგანაც პრემიერ ლიგა მისთვის მიმზიდველი ჩემპიონატია.
26 წლის იტალიელი პირველ სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე". "წითლებმა" დარმიანი 14 მლნ. ფუნტად "ტორინოდან" შეიძინეს, ბოლო დროს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატეო სამშობლოში დაბრუნებას და "იუვენტუსში" გადასვლას აპირებს.
"პრემიერ ლიგა მიყვარს და დიდხანს დარჩენა მსურს.
დიდი განსხვავებაა, რადგან ეს დიდი კლუბია და სერია ა-სგანაც ძალიან განსხვავდება.
პრემიერ ლიგა უფრო ფიზიკურია, ვიდრე ტაქტიკური და ეს უმთავრესი სხვაობაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. მიყვარს", - განაცხადა მარჯვენა მცველმა.