"მანჩესტერ იუნაიტედის" ექვსი ახალგაზრდა ფეხბურთელი CIES-ის რეიტინგში მოხვდა.
გამოკვლევითმა ჯგუფმა The Football Observatory საერთაშორისო სპორტული კვლევის ცენტრთან (CIES) ერთად გამოაქვეყნა საუკეთესო 23 წლამდე ფეხბურთელთა რეიტინგი, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ექვსი ფეხბურთელი მოხვდა.
The Football Observatory-მ ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის - პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, სერია ა და ბუნდესლიგა - ფეხბურთელები შეაფასა.
21 წლის პედი მაკნეირი ახალგაზრდა მცველთა ხუთეულში მოხვდა. ეს სია 25 ფეხბურთელს მოიცავს და მათ შორის არიან ემერიკ ლაპორტი, რაფაელ ვარანი და ჯონ სტოუნზიც.
ლუკ შოუ და კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი საუკეთესო ფლანგის მცველთა სიაში მოხვდნენ, ადნან იანუზაი ნახევარმცველებს შორის, ხოლო ენტონი მარსიალი და მემფის დეპაი საუკეთესო ახალგაზრდა თავდამსხმელთა რიგებში.
საერთაშორისო სპორტული კვლევის ცენტრი კერძო ფონდია და ის შვეიცარიის უნივერსიტეტმა დაარსა. ამჟამად ცენტრი ოთხი ჯგუფისგან შედგება, რომლებიც საფეხბურთო სტატისტიკაზე დაფუძნებულ კვლევებს აწარმოებენ.
CIES-ის მომსახურებით რეგულარულად სარგებლობენ პროფესიონალური საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო აკადემიები, საფეხბურთო ლიგების ხელმძღვანელები, UEFA და FIFA.
წყარო:
M.E.N.