თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2016, 06:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2847,
კომენტარები: 8
ჯერარდი რუნის კრიტიკოსებს პასუხობს
სტივენ ჯერარდი ყოფილ თანაგუნდელს გამოექომაგა.
ჯერარდი რუნის კრიტიკოსებს პასუხობს
სტივენ ჯერარდი ინგლისის ნაკრების კაპიტნის, უეინ რუნის კრიტიკოსებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუნის ასე არავინ გარიყავდა, სხვა ქვეყანაში რომ ეთამაშა.

რუნი 13 თებერვლის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს და ნაკრებში მისი ადგილი ჰარი კეინმა და ჯეიმი ვარდიმ დაიკავეს. ინგლისელთა უახლოეს მატჩებში დანიელ სტარიჯი და დენი უელბეკიც თამაშობდნენ, ამის ფონზე კი რუნის საჭიროების საკითხი გაჩნდა.

ჯერარდი აცნობიერებს, რომ რუნი მიმდინარე სეზონში არც ისე კარგ ფორმაშია, მაგრამ ინგლისის ნაკრებში მისი სტატუსი საეჭვო არასდროს უნდა იყოს.

"ვეუბნები მათ, ვინც ფიქრობს, რომ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედში" ფორმის ჩავარდნა აქვს, რუნი ამას ყველაზე ადრე აღიარებდა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ტოპ-კლასის საერთაშორისო ფეხბურთელად, რომელსაც საფრანგეთში თავისი ქვეყნისთვის თამაშის მოგება შეუძლია.

ის გვჭირდება. ვფიქრობ, აქ პატივისცემის საკითხიც დგას. ბოლო 10 წლის განმავლობაში უეინი ინგლისელ გულშემატკივრებს ართობდა - ჩვენი საუკეთესო ბომბარდირი გახდა - და არც ისე შორს არის დრო, როცა იკითხავდნენ, ოდესმე თუ დაიბადებოდა მეორე რუნი. კარგი, ნამდვილი რუნი აქ არის და ჯერ კიდევ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია.

თუ ჩვენი ეპოქის მსოფლიო კლასის ფეხბურთელებზე ვილაპარაკებთ, ის წლების განმავლობაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. ახლა კი ხალხი მას აგდებს. სად არის ლოიალურობა არა მარტო ჩვენი თაობის, არამედ ინგლისური ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელისადმი? ამდენ ადამიანს რატომ უნდა მისთვის ბოლოს მოღება?

ამას საზღვარგარეთ ვერსად ნახავ, რადგან უდიდეს მსახურებს ეთაყვანებიან და მის შენარჩუნებას მაქსიმალურად დიდხანს ცდილობენ. არ მითხრათ, რომ რუნი ინგლისის ნაკრებში მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ დიდ როლს არ თამაშობს.

მას კარგად ვიცნობ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაამტკიცოს, რაც შეუძლია. დიდი ფეხბურთელები სასჯელის დროს შთაგონებას უფრო იღებენ, ვიდრე შიშს.

ჯეიმი ვარდი გუნდში უნდა იყოს. თავისი შესაძლებლობები ორ თამაშში დაამტკიცა და არა მარტო გოლების, არამედ უნარების გამო. ჰარი კეინიც იქ იქნება - როგორც უკვე ვთქვი - და საკამათოც კი არ არის, რომ რუნიმ კაპიტნობა უნდა შეინარჩუნოს.

სხვებს რაც შეეხებათ, ჯერ კიდევ აქვთ საქმე. მინდა, დანიელ სტარიჯი სეზონის ბოლომდე რამდენიმე გატანილი გოლითა და ტრავმის გარეშე ვიხილო".


"ლოს-ანჯელეს გელექსის" ნახევარმცველი შიშობს, რომ თანამედროვე ფეხბურთში გამოცდილ ფეხბურთელებს ხშირად იშორებენ თავიდან.

"როგორც ქვეყანა, ერთი სული გვაქვს, როდის მოვიშორებთ თავიდან ფეხბურთელს, რომელიც დიდი ხანია ჩვენს სამსახურშია და მნიშვნელობას საერთოდ არ ვანიჭებთ მის გამოცდილებას. გადაღლილ და დაუფასებელ ფეხბურთელებს ძალიან სწრაფად ვზრდით.

სამაგიეროდ ვეთაყვანებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როცა კარგად თამაშობენ და მხოლოდ იმას გავიძახით, რუნი ინგლისის გუნდიდან უნდა მოვაშოროთო, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბევრი ჩვენგანი მხარდაჭერას სწორედ მაშინ წყვეტს, როცა ყველაზე მეტად საჭიროა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Fenix
15 აპრილი 2016 08:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
რუნი ძირითადსი იქნება ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს მაგრამ არ მგონია ეს ფორვარდად წაიყვანონ უფრო გამთამაშებლად

--------------------------ჰარტი--------------------------
-კლაინი-სმოლინგი-კეჰილი-როუზი
--------------------------დაიერი-----------------------
--------------------მილნერი-ალი-----------------
-----------------------------რუნი-------------------------
--------------------სტარიჯი-კეინი----------------

იმ დებილ ჰოჯსონს თუ ოდნავი ტვინი მაინც აქ ასე მაშოს გუნდი და იმედია იმ კუტუ სტერლინგს არ ჩაჩხირავს

#Gerrard #Respect
0
№2
ავტორი: Lady in red
15 აპრილი 2016 09:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მეორე რუნი არ არსებობს, არც მისი მსგავსი. ასევე არ არსებობს სქოულზის მსგავსი
0
№3
ავტორი: Ueidi
15 აპრილი 2016 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
Genacvale stivi legendebi xart orive. Runi stabilurobaa mteli tavisi kariera vardy ranairad unda daayeno magaze win an kane. Runis ert momentshi sheudzlia matchis gadawyveta eseni evropis chempionatis playofshi ro daayeno ise aichrebian higuaini mogoneba iqbeba :D
0
№4
ავტორი: zeg
15 აპრილი 2016 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Sul mkidia inglisis nakrebi tu runis ar waiyvanen uketesi manchesteristvis daisvenebs mainc.gegoneba rames miagwevs unda sheircxvinon tavi.im rusi tu Uzbeki msajis dedas ........i me1966shi ro imsaja pinali
0
№5
ავტორი: Iunaitedi
15 აპრილი 2016 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ეს ვარდები და ყაყაჩოები ეხლა გამოჩნდნენ გაუვარდათ გოლები ყარაულის თოფივით გოლები და ეგრევე რუნიზე დაიწყო ლაპარაკი ამოვარდება ძირითადინანო. ხო ისიც არი რო ახალგაზრდები უფრო და რუნი შეიძლება ის რუნი აგარაა მარა ნაკრებს მიგმა და ესეთი რამე გამორიცხულია.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 აპრილი 2016 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერომ ჩაატარა wink


რუნის მიმართ ყოველთვის პატივისცემით არის განწყობილი და ეს გასაკვირი არცაა რა თქმა უნდა winked
0
№7
ავტორი: RojoDiablo
15 აპრილი 2016 15:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღეიდან გვიყვარხარ, სტივი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2016 17:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტივენ ღმერთი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top