ადნან იანუზაიმ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრა ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა.
იანუზაი 21-წლამდელთა გუნდის რიგებში რეგულარულად ჩნდებოდა და ტრავმამდე ბოლო სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიადან" დაბრუნების შემდეგ 21 წლის ფეხბურთელმა უკვე მეორედ მიიღო ბარძაყის ტრავმა.
ბელგიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" საწყისი ექვსი მატჩიდან ოთხში მიიღო მონაწილეობა და ნომერი ათის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იჯარით "დორტმუნდში" გადავიდა.
ზამთარში დაბრუნებულმა იანუზაიმ "იუნაიტედის" პირველ გუნდში მხოლოდ 14 წუთი ითამაშა "საუთჰემპტონისა" და "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში. საერთო ჯამში კი, ვან გაალის ხელმძღვანელობით მან მხოლოდ 12 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში- შვიდით ნაკლები, ვიდრე 2013/14 წლების სადებიუტო სეზონში.