ჯონ ტერიმ პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდი შეადგინა.
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდი შეადგინა, რომელშიც ხუთი სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ.
ტერის გუნდში "ლესტერ სიტის" შვიდი ფეხბურთელია, დანარჩენ ოთხ ფეხბურთელთა შორის კი ერთ-ერთი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველიცაა.
დაცვის ცენტრალური ხაზი ტერიმ უეს მორგანსა და რობერტ ჰუტს არგუნა, ხოლო "იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი მარჯვენა ფლანგზე გაამწესა.
მეკარე: კასპერ შმეიხელი ("ლესტერი")
მცველები: კრის სმოლინგი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), უეს მორგანი ("ლესტერი"), რობერტ ჰუტი ("ლესტერი"), რაიან ბერტრანი ("საუთჰემპტონი")
ნახევარმცველები: რიად მარეზი ("ლესტერი"), დენი დრინქუოტერი ("ლესტერი"), ნ'გოლო კანტე ("ლესტერი"), დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი")
თავდამსხმელები: ჯეიმი ვარდი ("ლესტერი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი")