ჟოზე მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში და "მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი მიმდინარე კვირაში საქმიან შეხვედრას გამართვენ, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" პორტუგალიელი მწვრთნელის მუშაობის გარანტიები განიხილონ.
ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ კლუბის წინასასეზონო ტურნე მთლიანად მან დაგეგმა, რაც მოურინიოსთვის "იუნაიტედთან" დაკავშირებულ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
ჰოლანდიური მედია De Telegraaf კი ირწმუნება, რომ ვან გაალი თავის სამწლიან კონტრაქტს სრულად ამოწურავს და ზაფხულში სატრანსფერო საქმიანობასაც წარმართავს.
ვუდვორდმა, რომელსაც "იუნაიტედში" მისვლის დღიდან მენდეშთან ახლო საქმიანი ურთიერთობა აქვს, პორტუგალიელ აგენტთან შეხვედრა უკვე გამართა "მიდტიულანდთან" წაგებული მატჩის შემდგომ. ამ შეხვედრაზე "იუნაიტედს" სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მოურინიო მილანის "ინტერთან" კონტრაქტს არ გააფორმებდა.
მოურინიოს კი თავის მხრივ სჯერა, რომ "წითელ ეშმაკებთან" ჯენტლმენური შეთანხმება აქვს და ახლა გარანტიების გადამოწმება სურს.